Tag Archives: #ენერგოკომპანია

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

““ნამახვანი ჰესის” კაშხლის მშენებლობა 9-12 თვემდე შეჩერდება”

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება. “კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ უშუალოდ კაშხლის სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად. მათ შორის, უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ ...

Read More »
ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

“მიმდინარეობს „ჰიბრიდული ენერგეტიკული ომი,“ „არა ჰესებს“ კამპანიით პირდაპირ ემუქრებიან ქვეყნის განვითარებას”

ამ ფონზე, როდესაც წესით და რიგით, გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ენერგეტიკული წყაროების ათვისებას, ქვეყანაში აქტიურად წარმოებს „არა ჰესებს“ კამპანია. ამ სახის კამპანიას ქუთაისში საკმაოდ მასშტაბური ხასიათიც მიეცა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცაღა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მხრიდან არასათანადო კომუნიკაცია და ინფორმაციული ვაკუუმი ნამდვილად იყო ერთ-ერთი მიზეზი იმის, რის გამოც კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ...

Read More »

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქტივები იყოფა

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის “ნავთობისა და გაზის კორპორაცის” აქტივები უნდა გაიყოს – ამის მიზეზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებია. კორპორაციის შემადგენლობიდან გამოვა ბუნებრივი აირის გადაცემის ქსელი და ის სხვა ორგანიზაციის ნაწილი გახდება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბუნებრივი გაზის გადამცემი ოპერატორის განცალკევების შესახებ” დადგენილების პროექტი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარადგინა. სემეკის ინფორმაციით, ახალი ნორმის მიღების შემდეგ ქართული კანონმდებლობა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს ...

Read More »

უზბეკეთი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

უზბეკეთის ქალაქ კოკანდში, რომლიც თავისუფალ ბიზნეს ზონას წარმოადგენს, დაიწყო ელექტრომობილების ასაწყობი ქარხნის მშენებლობა, იტყობინება Forbes-ის უზბეკური რედაქცია. დაგეგმილია ელექტრომობილების წარმოება, რომელთა საცალო ფასიც სულ რაღაც 3000 აშშ დოლარი იქნება. პროექტს ახორციელებს Schaffof Omad Sanoat კომპანია ჩინელ პარტნიორთან ერთად. ქარხნის ფართობი 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ინვესტიციების მოცულობა კი დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, საიდანაც 24 მილიონი დოლარი ჩინური მხარის მიერ იქნება ...

Read More »
გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ

ელექტრომობილის მცირეხარჯიანობია უკვე არავის სჯერა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. მართალია, მთავრობა ცდილობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსოპორტი წახალსიდეს, დატენვის საფასურის მაღალი ხარჯი მძღოლებისთვის დიდი ტავსატეხია, რის გამოც მათთვის ელექტრომობილმა პოპულარობა დაკარგა. როგორც ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, მოტივაცია აღარ არის. სწრაფი დამტენის ტარიფის დაანგარიშების პრინციპი, როგორც ჯამაგიძე ანგარიშობს, ასეთია:  ,,სწრაფი დამტენით სარგებლობის პირველი 20 წუთის განმავლობაში 1 წუთის ...

Read More »

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. „აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც წყალს ინახავს. წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება – დნება მყინვარები. მით უფრო უნდა შევინახოთ ...

Read More »

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სოფელ ნიგაზეულში განვითარებული მეწყრული პროცესი კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ,,კომპანია  ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ 2014 წლიდან ახორციელებს ,,შუახევი ჰესის“ პროექტს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.  2020 წლის გაზაფხულზე ჰესმა ოპერირება დაიწყო და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას. პროექტის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენს სოციალურ გუნდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს პროექტის არეალში ...

Read More »

შუახევი ჰესი ერთი წელია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

თბილისი (BPI) – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი “შუახევი ჰესი” 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია, რაც წარმატებით, უსაფრთხოდ და ტექნიკური გამოწვევების გარეშე მუშაობს. “შუახევი ჰესი” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოდეფიციტის პერიოდში. “შუახევი ჰესი” წარმოადგენს დღეღამური რეგულირების ჰესს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისთვის პიკური მოთხოვნის დროს ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. “შუახევი ჰესი” გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს შიდა წარმოების ...

Read More »

„ელგრინი“ ელექტროენერგიის იმპორტისას საქართველოს საიმედო პარტნიორია- ზურაბ ნოღაიდელი

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჰესების მშენებლობა ფერხდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის, კომპანია „ელგრინი“, რომელიც  ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსული ელექტროენერგიის იმპორტი შეუძლია აზერბაიჯანით ჩაანაცვლოს. კომპანიის მოსაზრებით, თუკი „ესკო“ ელექტროენერგიის მაჩვენებლებს დეტალურად გამოაქვეყნებს, მათ შორის დღის და ღამის ტარიფებსაც,  ამ მოსაზრების  მართებულობა კიდევ უფრო ცხადი გახდება. როგორც ირკვევა, თებერვალში აზერბაიჯანული ელექტროენერგია გაიაფდა და სტაბილურად 4.4 ცენტი შეადგინა, მაშინ ...

Read More »

OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, წელს კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.  კომპანიას ექბნება მსოფლიო დონის ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს კომპანია ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომლითაც იდენტიფიცირდება წერტილები, სადაც პოტენციურად ყველაზე სანდო და შედეგიანი იქნება გასაბურღად. ამის შემდეგ დაიწყება ბურღვა და მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება ის მარაგები, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე.  კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ...

Read More »