უზბეკეთი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

უზბეკეთის ქალაქ კოკანდში, რომლიც თავისუფალ ბიზნეს ზონას წარმოადგენს, დაიწყო ელექტრომობილების ასაწყობი ქარხნის მშენებლობა, იტყობინება Forbes-ის უზბეკური რედაქცია. დაგეგმილია ელექტრომობილების წარმოება, რომელთა საცალო ფასიც სულ რაღაც 3000 აშშ დოლარი იქნება.

პროექტს ახორციელებს Schaffof Omad Sanoat კომპანია ჩინელ პარტნიორთან ერთად. ქარხნის ფართობი 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ინვესტიციების მოცულობა კი დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, საიდანაც 24 მილიონი დოლარი ჩინური მხარის მიერ იქნება გამოყოფილი.

ელექტრომობილების წარმოება მომავალ წელს დაიწყება, ხოლო მასიური ადგილობრივი რეალიზაცია და ექსპორტი უკვე 2025 წლის დასაწყისთვის იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მანქანა არ იქნება სრულფასოვანი ელექტრომობილი, არამედ უფრო L7e კლასის “მიკროკარი”.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ GM Uzbekistan (ამჟამად UzAuto Motors) ავითარებდა ელექტრომანქანის პროექტს, რომელიც დაფუძნებული იყო Chevrolet Spark-ზე. თუმცა, აღნიშნული პროექტის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply