Tag Archives: #რუსეთი

ფინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს იმ შემთხვევას, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ფინეთი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერების შემთხვევაში“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას გაზმომარაგებას შეუწყვეტს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რადგან ევროპის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს პოლონეთის მონაკვეთის ოპერატორ კომპანიას. ამით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების კიდევ ერთი გზა დაიკეტა. ფასები კი ყოველკვირეულად იზრდება. 2 კვირის წინ რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს. ახლა ორივე ქვეყანა ალტერნატიული წყაროების მოძიებას ცდილობს. გერმანია, რომელიც „იამალის“ მილსადენის გადაკეტვით დაზარლდა, მოსკოვის ქმედებებს გმობს. ვითარება სულ უფრო ...

Read More »

“თალიბანს” რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვა სურს

“თალიბანის” მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას აპირებს – მას სურს მისგან გაზის და ნავთობის ყიდვა, ასევე, მზად არის, კონკრეტულ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი. ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში მოსკოვში ავღანეთის საქმეთა ე.წ. რწმუნებულმა, ჯამალ ნასირ გარვალმა განაცხადა. „ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. გადაწყვეტილი გვაქვს და ძალიან გვინდა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რომ ურთიერთობაში პროგრესი იყოს. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, დაინტერესებულნი ...

Read More »

ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, – განაცხადა ბორელმა. ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა.

Read More »

კულება: სანქციები ვერ შეაჩერებს რუსეთის ომის მანქანას, სანამ ევროპა რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ შეაჩერებს “ომის მანქანას”, თუ ევროპა გააგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა. კულებას თქმით, უკრაინის ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდა ომით, ვიდრე რუსული – სანქციებით. “მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს ეფექტი, ისინი ვერ შეაჩერებენ რუსული ომის მანქანას, სანამ ევროპა განაგრძობს ...

Read More »

რუსეთიდან წამოსული Shell-ი, სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ხსნის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ენერგოკომპანია Shell, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, საქმიანობას სომხეთში იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს. ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებში გასულ კვირას ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა. წყარო: ...

Read More »

„მჯერა უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა – ნიდერლანდები მზადაა“

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა. „მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც შეიძლება მალე და შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა. ნება მომეცით განვმარტო, რომ ნიდერლანდები მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი დაუყოვნებლად, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად”, – განაცხადა რუტემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის რამდენიმე ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, – განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო ...

Read More »

SHELL-ის რუსულ ბიზნესსა და აქტივებს LUKOIL-ი ყიდულობს

რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან გასვლის მიზნით, ბრიტანული ენერგოკომპანია Shell-ი ადგილობრივ ბიზნესს ყიდის. Shell-ის შვილობილი კომპანიისა და მისი აქტივების მფლობელი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანია PJSC Lukoil-ი ხდება. გარიგება რუსეთის მასშტაბით არსებულ 411 ბენზინგასამართ სადგურსა და საპოხი მასალების ქარხანას მოიცავს. ამ ეტაპზე, კომპანიებს შეთანხმების დეტალებისა და გარიგების ღირებულების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ გარიგება ბოლომდე ჯერაც არ შემდგარა, რადგან ის რუსეთის ანტიმონოპოლიური ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოდის გაზზე. მიუხედავად ამისა, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გაზის მიწოდებამ შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მსხვილ საწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება ...

Read More »