Tag Archives: #ელექტრომობილი

NASA-მ საჰაერო ელექტროტაქსის გამოცდა დაიწყო

NASA-მ საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო. როგორც აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტო იუწყება, საჰაერო ტაქსის მოდელი მათ კომპანია „ედვენსდ ეარ მობილითიმ“ მიაწოდა. საჰაერო ტაქსიში, რომლის სახელწოდებაა „ჯობი“, ორი პილოტი და ოთხი მგზავრი ეტევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-შია. ერთი დამუხტვით ტაქსის 240 კილომეტრის გაფრენა შეუძლია. კომპანია გეგმავს, რომ საჰაერო ტაქსის სერვისი 2023-2024 წლებში აამოქმედოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საცდელ ეტაპზე სპეციალისტები იმსჯელებენ, ხმაურის დონეა. შემქმნელების თქმით, ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla ინდოეთის ბაზარზე ოფიციალურ დებიუტს უახლოვდება

Tesla ინდოეთში ოფიციალურ დებიუტთან უფრო ახლოსაა. კომპანიამ სამხრეთ აზიის ქვეყანაში ელექტრომობილების ოთხი მოდელის დამზადებაზე და იმპორტზე მიიღო ნებართვა. Tesla-ს ავტომობილები, როგორც სატრანსპორტო საშუალება, ინდოეთში უკვე სერტიფიცირებულია, ნათქვამია ქვეყნის საგზაო ტრანსპორტისა და გზატკეცილების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”ტესტები უზრუნველყოფს მანქანის თავსებადობას ინდოეთის ბაზრის მოთხოვნებთან, გამონაბოლქვის, უსაფრთხოების და საგზაო ღირებულების თვალსაზრისით”, – ნათქვამია საიტზე. კომპანიის ფანკლუბმა ამ განვითარების შესახებ Twitter-ზე გამოაქვეყნა და ...

Read More »
ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, 4 წლით საშემოსავლო შეუმცირდეს

პირებს, რომლებიც ელექტრო/ჰიბრიდულძრავიან ავტომობილს იყიდიან, შესაძლოა, საშემოსავლო შეუმცირდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე გიორგი ლორია მიმართავს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საგადასახადო კოდექსს უნდადაემატოს შესაბამისი პუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ პირების ხელფასისსახით მიღებული შემოსავალი, რომლებიც შეიძენენ ელექტრო, ჰიბრიდულძრავიან ან დატენვად ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებს, შეძენიდან4 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 10%-ით. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, მსგავსი შეღავათით, მოქალაქეები შეძლებენ, ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მისაღებიავტომობილის შეძენას. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა აფერხებს

2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება. მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებიც, ავტო იმპორტიორების აზრით, ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას უშლის ხელს. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორი ...

Read More »

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას ელექტრო ნავების მეშვეობით შეეცდებიან

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას რობოტი ნავების მეშვეობით შეეცდებიან. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. ნავები ელექტრო ძრავაზე მუშაობს, კომპიუტერულად იმართება და გარემოს ზიანს არ აყენებს. 4-მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს. ელექტრო ნავს შეუძლია საათში 6 კილომეტრამდე განავითაროს და დამუხტვის გარეშე 12-დან 24 საათამდე იმუშაოს. მისი შექმნელები მიიჩნევენ, რომ ნავები ელექტროავტომობილებს ღირესეულ კონკურენციას გაუწევენ. ნავის ფინალური ვერსიის მისაღებად მის შექმნელებს სულ ...

Read More »

Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილი წარადგინა

ხორვატიულმა ავტომწარმოებელმა Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილის ლიმიტირებული სერია წარადგინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,4 მილიონი ევროა. როგორც Bloomberg-ი წერს, ავტომობილების პირველი პარტია მსოფლიო ბაზრზე 2021 წელს გამოჩნდება. Tesla-ს ერთ-ერთი კონკურენტის ჰიპერქარის სახელწოდებაა Neverna. მას საათში 100 კილომეტრის განვითარება შეუძლია. 20%-დან 80%-მდე კი 18 წუთში იმუხტება.

Read More »

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Read More »

Lamborghini მოდელების ელექტროფიკაციისთვის 1.5 მილიარდ ევროს დახარჯავს

Lamborghini სუპერ ავტომობილების უახლესი მწარმოებელია, რომელიც V-12 წვის ძრავას ელექტრო ძრავით შეცვლის. Volkswagen-ის იტალიურმა ბრენდმა გამოაცხადა, რომ 2024 წლისთვის ის თითოეული მოდელის ჰიბრიდული დანამატის ვერსიებს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის ყველაზე გაყიდვადი Urus SUV-ის და Aventador-ის მოდელებს. Lamborghini ასევე აწარმოებს თავის პირველ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ აკუმულატორზე იმუშავებს. კომპანია ამ გეგას, აღმასრულებელი დირექტორის სტეფან ვინკელმანის თქმით, 2025 წლიდან განახორციელებს. ბრენდი ამ მიზნისთვის ...

Read More »

რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებენ

ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებელი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჰენრიკ ფისკერი Twitter-ზე წერს. „დიდი პატივი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან კერძო აუდიენცია. ის ძალიან კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გვეკისრება ჩვენ და მომავალ თაობებს. მოუთმენლად ველი პაპის პირველი ელექტრომობილის შექმნას“, – წერს ჰენრიკ ფისკერი. ავტომობილზე მუშაობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მანქანაში არსებული დამცავი ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ელონ მასკი რუსეთს Tesla-ს წარმოების პოტენციურ ჰაბად განიხილავს

ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. “რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. ...

Read More »