Tag Archives: #ენერგეტიკა

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 4 მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.74  (+  2.67) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63,83 (+ 2.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი: სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ

მინისტრი ოპონენტებს ე.წ ექსპერტებს უწოდებს და ადგილობრივების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. “როდესაც საუბარი იყო ამ მიმართულებებზე და საკითხებზე, როგორიც არის კლიმატური პირობები, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო არ იყო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, როდესაც ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერ გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებ-გვერდზე. სხვანაირად არ ხდება. იმ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ამაზე ოპონირებენ, ყველაზე კარგად ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, მისი გაუმჯობესებისთვის გარკვეული მომენტები გავითვალისწინოთ

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია – აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და ეს უნდა დაბალანსდეს საკუთარი გენერაციით

ბოლო პერიოდში, ქართულ მედიაში, არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს და ზოგადად იმპორტის სტრუქტურას არასწორად და მცდარი მიდგომებით გადმოსცემდა.რა ღირს იმპორტირებული დენი სინამდვილეში და რამდენად ვყიდულობთ სხვადასხვა ქვეყნიდან და რა პერიოდებში, რის საფუძველზე დებს სახელმწიფო შესასყიდი ელექტროენერგიის კონტრაქტებს და რა განსაზღვრავს კონკურენციას ამ სფეროში, ამ კითხვებზე კომპანია „ელ გრინის“, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორის, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ ნოღაიდელმა “აიპრესთან” ისაუბრა. ...

Read More »

შეტევა თხევადი გაზის ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე

შეტევა თხევადი გაზის (LPG) ბიზნესზე, თუ სამართლიანი თამაშის წესები საწვავის ბაზარზე, – LPG საწვავის იმპორტიორები საკუთარი უფლებების დარღვევაზე ჩივიან და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დირექტივას არღვევს აქციზის დაბეგვრის თაობაზე. თხევადი გაზის ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ბენზინის აქციზის გადასახადთან თითქმის გათანაბრებულია, მაშინ როცა ევროკავშირის დირექტივით, თხევად გაზზე აქციზის გადასახადი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა დამსწრეების ყველა შეკითხვას უპასუხეს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თქმით, ეტაპობრივად მსგავს ფორმატში ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდებიან და დეტალურად უოასუხებენ ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს. მათივე განმარტებით, ჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან. თურნავას თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა ცოტა დაგვიანებით მოხდა, თუმცა ასეთი კომუნიკაცია დადებითი შედეგის მომტანია. „ადგილობრივ მოსახლეობასთან ...

Read More »

დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მინისტრებს პარლამენტში მომავალ კვირაში ელოდებიან

რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში შემოვიდა პეტიცია, სადაც აღწერილი იყო „ნამახვანჰესთან“ არსებული პრობლემები, რომელიც შესაბამისად იყო გადაგზავნილი როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა ეპასუხათ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ასახული იყო ამ პეტიციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისა განუცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, რომ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ის უსაფუძვლო არგუმენტაცია, რაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს „ნამახვანჰესის“ მიმართ, უკვე გაბათილებულია

ძალიან კარგია, რომ ხელისუფლების მხრიდან გააქტიურდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან „ნამახვანჰესის“ საკითხზე და მინისტრების დონეზე ხდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ დეიზინფორმაციებს, რომელთაც ავრცელებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცის, უნდა გაეცეს დეტალური და ამომწურავი პასუხი, – ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ყველაფერზე ნათლად არის საუბარი. ის კითხვები რაც დაისვა და ზოგადად, რაც ისმის „ნამახვანჰესის“ გარშემო ყველაზე გაცემულია ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მოსახლეობაზე დიდია კონკრეტული ჯგუფების გავლენა, მათ მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ პროექტი წარმატებით განხორციელდება

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო კვლევები, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა. დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონკრეტული კვლევების გარეშე არ მიუღია და არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს, ...

Read More »