ძალიან კარგია, რომ ხელისუფლების მხრიდან გააქტიურდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან „ნამახვანჰესის“ საკითხზე და მინისტრების დონეზე ხდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ დეიზინფორმაციებს, რომელთაც ავრცელებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცის, უნდა გაეცეს დეტალური და ამომწურავი პასუხი, – ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ყველაფერზე ნათლად არის საუბარი. ის კითხვები რაც დაისვა და ზოგადად, რაც ისმის „ნამახვანჰესის“ გარშემო ყველაზე გაცემულია ამომწურავი პასუხები და შესაბამისად, ის უსაფუძვლო არგუმენტაცია, რაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ, ცხადია უკვე გაბათილებულია. ეს ჯგუფები დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, შესაბამისად მათ ჩამოუყალიბდათ არასწორი დამოკიდებულება ზოგადად ჰიდროელექტროსადგურებისა და ზოგადად ახალი გენარაციის ობიექტების მიმართ“, – განაცხადა გვიდიანმა.