Tag Archives: #ნავთობრესურსები

The Independent – ბრიტანული გემები რუსეთს ნავთობის მიწოდებაში ეხმარებიან

მიუხედავად მოსკოვის მიმართ დაწესებული დასავლეთის სანქციებისა, ბრიტანული ხომალდები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის თანახმად, ბრიტანულმა გემებმა მაისში მინიმუმ ორჯერ დატოვეს ნავსადგურები, რათა დახმარებოდნენ რუსული ნავთობის გადატანას ერთი ტანკერიდან მეორეზე. მათ სპარსეთის ყურესა და სინგაპურში 165 ათასი ტონა მთლიანი მოცულობის ნავთობი გადაიტანეს, აღნიშნავს გაზეთი. აღნიშნულია, რომ ეს მარაგი არის საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დაეხმარა ...

Read More »

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საწვავის ფასების დაკლებას უახლოეს მომავალში არ ელის

გლობალური ენერგეტიკული ფასები დარჩება მაღალი უახლოეს მომავალში, მაგრამ უნდა დასტაბილურდეს შეფერხებების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბაზრის ძირითადი ინდიკატორები ვარაუდობენ, რომ ენერგიის მსოფლიო ფასები მოკლევადიან პერიოდში მაღალი დარჩება“, – აღნიშნა ლაგარდმა.

Read More »

ბენზინისა და დიზელის მოხმარება და, შესაბამისად, იმპორტიც შემცირდა

საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 ...

Read More »

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიურ ქვეყნებს გაუსწრო

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ...

Read More »

„როიტერი“ – ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას ევროპაში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიცირება დაავალა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 30 დღით შეაჩერა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ მუშაობა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნავთობსადენით ხდება ყაზახეთის „თენგიზის“ მსხვილი საბადოდან ნავთობის რუსეთის გავლით შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. მისი შეჩერება დატვირთვა იქნება ნავთობის ბაზრისთვის, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხებების წინაშე დგას. თოყაევმა მთავრობას ...

Read More »

ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 ...

Read More »

აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ტანკერი Daytona ბერძნულ კომპანია TMS Tankers Ltd.-ს ეკუთვნის და დაქირავებული იყო კომპანია Vitol-ის მიერ – სავაჭრო სახლი, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში. აღნიშნული ტანკერი შავ ზღვაში, რუსეთის ტამანის ნახევარკუნძულიდან ივნისის დასაწყისში გამოვიდა. ტანკერს მაზუთი და ვაკუუმური გაზოილი გადაჰქონდა. ტანკერი ახალ ორლეანში კვირას უნდა ჩასულიყო. აღსანიშნავია, რომ ჯო ...

Read More »

ინდოეთი კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდებს

ინდოეთი თავის კომპანიებს მეტი ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოწუოდებს. რუსული სანქციების გამკაცრების მიუხედავად ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal ავრცელებს. დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული გეგმის მიუხედავად ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთებო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. ევროკავშირი წლის ბოლომდე დაახლოებით 80%-ით ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  21 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.38 (-5.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.73 (-5.57)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ ევროპას რუსულ ნავთობზე ემბარგოს ნაცვლად, გადასახადების დაწესებას სთავაზობს

აშშ აპირებს ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესების იდეა, როგორც ემბარგოს ალტერნატივა, – იუწყება Reuters. სააგენტოს ცნობით, გადასახადების შესაძლო შემოღების მექანიზმი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში შესული საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ხსენებული გეგმის შეთავაზებას G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს, მიმიდინარე კვირაში. რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვება, სააგენტოს ცნობით, ასევე თავიდან ააცილებს ევროპას ნავთობზე ფასების ...

Read More »