Tag Archives: #ჩინეთი

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა. წყარო: europetime.eu

Read More »

მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს. ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, ...

Read More »

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლებსა და იუანში გადაიხდის

რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება. კომპანიების ტოპ მენეჯერები ალექსეი მილერი და დაი ჰულიანგი ასეთ შეთანხმებამდე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. “გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის ...

Read More »

ჩინეთი რუსეთისგან თხევად ბუნებრივ აირს ნახევარ ფასად ყიდულობს

რუსეთის შორეული აღმოსავლეთით არსებულმა Sakhalin-2-ის სახელწოდებით ცნობილმა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ქარხანამ, დეკემბრის ჩათვლით მიწოდებისთვის, ჩინეთს გარკვეული მოცულობის LNG ტვირთი მიჰყიდა. საკითხში გაცნობიერებული მოვაჭრეების განცხადებით, აზიური ქვეყანა მის სანაცვლოდ სპოტ-ბაზარზე არსებული ფასის ნახევარს იხდის. საინტერესოა, რომ გარიგება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია – ჩინეთს იაფი მიწოდების უზრუნველყოფა და ტვირთის ევროპისა და აზიის კომუნალურ კომპანიებში გადაყიდვა შეუძლია, ხოლო რუსეთს, მიუხედავად მისი ნახევარ ...

Read More »

ჩინეთი ევროპას გაზით ეხმარება – პეკინს LNG-ის ჭარბი რაოდენობა აქვს

ჩინეთი ყიდის ჭარბი თხევადი ბუნებრივი აირის მოუცულობას ევროპაში, რითაც ეხმარება მას გაუმკლავდეს ნედლეულის დეფიციტს მას შემდეგ, რაც რუსული გაზპრომმა შეწყვიტა მიწოდება, წერს Nikkei Asia. ქვეყნის შიგნით გაზზე სუსტი მოთხოვნის გამო, პეკინს აქვს LNG-ის ჭარბი რაოდენობა, რომელსაც ის ახლა ყიდის ევროპის ქვეყნებში. „კარანტინმა ქალაქებში შეამცირა მოთხოვნა სამრეწველო საწვავზე და ქიმიკატებზე, რის შედეგადაც შემცირდა გაზის მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში. და როგორც ჩანს, ...

Read More »

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს. რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს ...

Read More »

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, რასაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ

2022 წლის  15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98,15 (-  1,45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,09  ( – 2,25)  დოლარი/ბარელზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 ...

Read More »

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამის შესხებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს გადაზიდვებზე, ასევე რუსეთის ენერგეტიკული რესურსების დაზღვევაზე. კანონპროექტის ინიციატორები სენატორები მარკო რუბიო, რიკ სკოტი და კევინ კრამერი არიან. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინეთში რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება, გამოიწვიოს პეკინის მხრიდან უფრო მკაცრი კონკურენცია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნავთობისთვის, რამაც შესაძლოა, საქონლის ფასების პოტენციური გაზრდა გამოიწვიოს. ევროკავშირისა ...

Read More »

რუსეთ-ჩინეთის გაზსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება

მონღოლეთის მთავრობა ელოდება, რომ რუსეთიდან ჩინეთში გაზსადენის “ციმბირის სიმძლავრე-2” სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ლუვსანამსრეინ ოიუუნ-ერდენემ Financial Times-თან ინტერვიუში. პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ მაგისტრალის ნაწილი მონღოლეთის ტერიტორიაზე გაივლის. ამ დროისთვის მონღოლეთის გავლით მილსადენის მარშრუტის საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. „პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია და ჩვენ გვჯერა, რომ მშენებლობა 2024 წელს დაიწყება“, – თქვა ოიუუნ-ერდენემ. მისი თქმით, გაზსადენის ...

Read More »