Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. “პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი „სუპერციკლი“ დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, „სუპერციკლი“, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც. რატომ იზრდება ნავთობის ფასი? ამის მთავარი მიზეზი კორონავირუსის კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენაა. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ...

Read More »
ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს. მარტის თვის დასაწყისში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,21  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,91  ევროს, დიზელის საწვავი – 1,50 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,58 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი – 1,68 ევროს, დიზელის საწვავი – 1,49  ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ...

Read More »

2021 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ 741 ათას ბარელს მიაღწია

2021 წლის თებერვლის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვებამ  (კონდენსატთან ერთად) 741 ათასი ბარელი შეადგინა.  ამის შესახებ განაცხადეს აზრბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, აქედან 593 ათასი  ბარელი იყო ნედლი ნავთობი, ხოლო 148 ათასი ბარელი  კონდენსატი. აღსანიშნავია, რომ „OPEC +“-ის ქვეყნების მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების  შემცირება აპრილის თვეში 6,9 მილიონი ბარელი იქნება.

Read More »

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

2021 წლის 17  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.00 (-  0,39) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.60 (- 0,20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კონკურენცია გარანტიაა, რომ ფასები სწრაფად არ გაიზრდება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს. თუმცა, ნათია თურნავა ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, საწვავზე ფასების სწრაფად ზრდას გამორიცხავს. “ბენზინის ფასები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლო დროს, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ ...

Read More »

რა იწვევს საქართველოში საწვავის ფასის ზრდას

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. პარალელურად კი, ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება საქართველოშიც. რა იწვევს საწვავის ფასის გაზრდას და როგორია სამომავლო პროგნოზი – ამ საკითხებთან დაკავშირებით, PIA.ge სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძეს ესაუბრა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს. საქართველოში კი, თითქმის ყოველდღიურად, იზრდება საწვავის ფასი. როგორ ფიქრობთ, რა არის საწვავის ფასის რეგულარული ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები? – ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი არის ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანულ გაზში წელს მილიარდ 244 მილიონი დოლარი გადაიხადა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 3 მილიარდ 318 მილიონ 506.3 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი გაიტანა უცხო ქვეყნებში. ექსპორტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 357 მილიონი 692,34 ათასი აშშ დოლარი. აქედან თურქეთს აზერბაიჯანმა მიაწოდა  2 მილიარდი 062 მილიონი დოლარის 810,13 ათასი კუბური მეტრი გაზი, ხოლო საქართველოს 1 მილიარდ 244 მილიონი დოლარის 846,58 ათასი კუბური მეტრი ბინებრივი აირი. იანვარში  თურქეთში ექსპორტირებული აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ღირებულება გაუტოლდა $ ...

Read More »

“გაზპრომმა” და “შელმა” სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

“გაზპრომმა” და “შელმა” ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ხუთწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, იუწყება “გაზპრომი”. “გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკული ბაზრების შესწავლას, ახალი პროექტების განხორციელებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნოლოგიების ციფრულ სისტემებზე გადასვლას” – ნათქვამია ანგარიშში. ალექსეი მილერი ”დღეს ჩვენ ახალი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი თანამშრომლობის განვითარებაში. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი მეტყველებს ჩვენი ერთობლივი საქმიანობის კარგ შედეგებზე და ...

Read More »

“საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის! მოვითხოვოთ აქციზის გადასახადის გაუქმება!”

“საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის! მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება!”,- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს. “ბიზნესპრესნიუსი” მის პოსტს უცვლელად გთავზობთ: “საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ადის ‼️‼️‼️ მოვითხოვოთ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება‼️ აქციზის გადასახადი დაეკისრა ასევე თხევად გაზსაც (LPG), რომლის ღირებულება არის 1.4 ლარი. დაუტოვეთ ადამიანებს ალტერნატივის საშუალება‼️ გააუქმეთ აქციზის გადასახადი თხევად გაზზე‼️ აქციზის გადასახადით ბიუჯეტში შედის ...

Read More »