Tag Archives: #ნავთობი

ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი ერთ წელში გასამმაგდა

ნავთობის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი Brent მარკის ნავთობი 68 დოლარად ივაჭრება. ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე. საწვავი ძვირდება საქართველოშიც. იანვართან შედარებით ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მარეგულირებელმა მონიტორინგის შუალედური ანგარიშიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფასების ...

Read More »

ევროპარლამენტარები რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას და სხვა მკაცრ ზომებს მოითხოვენ

ევროპის პარლამენტი გამოდის წინადადებით, უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში რუსეთი გამოითიშოს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და შეწყდეს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებაც 29 აპრილს არის დაგეგმილი პლენარული სხდომის შემდეგ. რეზოლუციის მიხედვით, ევროპის პარლამენტი „ხაზსუსვამს, რომ თუკიმომავალშიშეიარაღებულიძალებისასეთითავმოყრარუსეთისფედერაციისმიერუკრაინაშიშეჭრაშიშეიძლებაგადაიზარდოს, ევროკავშირმანათელიუნდაგახადოს, რომსაერთაშორისოსამართლისადანორმებისასეთდარღვევასმაღალისაფასურიმოჰყვება; ამიტომმოითხოვს, რომასეთშემთხვევებშიდაუყოვნებლივშეწყდესრუსეთიდანნავთობისადაგაზისიმპორტი, რუსეთიგარიცხულიქნეს SWIFT-ისსაგადასახადოსისტემიდანდარუსეთისხელისუფლებასთანდაახლოებულიოლიგარქებისადამათიოჯახისწევრებისყველააქტივიუნდაგაიყინოსდამათივიზებიგაუქმდეს,“ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტში ლაპარაკია ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის უკანასკნელ დღეებში გამწვავებულ ვითარებაზე, რაც გამოიწვია ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებამ, რომ 2014 წელს ჩეხეთის ტერიტორიაზე იარაღის საწყობის ...

Read More »

Saudi Aramco-ს 1%-იანი წილი 19 მლრდ დოლარად იყიდება

Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ში 1%-იანი წილის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. გარიგება 19 მლრდ დოლარად არის შეფასებული და უახლოეს 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ 1%-იანი წილის გაყიდვით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება. „ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია, მაგრამ შემიძლია, ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა წლის მეორე ნახევარში დაჩქარდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება. წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება, მაგრამ ჯერჯერობით COVID-19 დაავადებების რიცხვი მსოფლიოში იზრდება ვაქცინაციების მიუხედავად. ამ მიზეზით, “ოპეკი +”-ის მონიტორინგის კომიტეტმა უცვლელი დატოვა ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ნათქვამია კომუნიკეში ოპეკის გუშინ გამართული შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. ”COVID-19 დაავადებულთა რიცხვი იზრდება მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის მიუხედავად, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ აღდგენასა ...

Read More »

კახეთში ნავთობი იღვრება, სახელმწიფო ფრონტერას სანქცირებას აანონსებს

ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში ნაზარლების N2 გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და ნიადაგში ჩადის. მისივე თქმით, ჭაბურღილი კომპანია “ფრონტერას” საკუთრებაა და დაღვრილი ნავთობი თითქმის ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის. “ეს არის ნაზარლების მე-2 ჭაბურღილი,”ფრონტერას” ტერიტორია. ჭაბურღილი გაჩერებულია, მაგრამ ამის მიუხედავად წნევით იღვრება ნავთობი და ჩადის ქვემოთ ნათესებში. როგორც გარემო ნადგურდება, შესაბამისად ნადგურდება ის სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. შეიძლება მცირედი, თუმცა ...

Read More »

მეცნიერებმა პლასტმასის პირდაპირ საწვავად გარდაქმნის მეთოდს მიაგნეს

პლასტმასის გადამუშავების ინდუსტრია ძლიერ მოიკოჭლებს. ამ დროისათვის, ისტორიის განმავლობაში დამზადებული პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 9 პროცენტია ხელახლა გადამუშავებული. დაახლოებით 12 პროცენტი დაწვეს, დანარჩენი 79 პროცენტი კი მთელ პლანეტაზეა მიმოფანტული. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ამ მასალებზე, მაგრამ ამავე დროს, იკვლევენ იმასაც, როგორ გამოვიყენოთ ხელახლა და საწვავად გარდავქმნათ პლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი — პოლიოლეფინი. „ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მასალები გარემოსათვის ...

Read More »

“ოპეკი” სანავთობო სფეროს პერსპექტივებს პოზიტიურად აფასებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “ოპეკის” გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ “OPEC +”–ის ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური სიგნალები მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასა და სანავთობო ინდუსტრიის პერსპექტივებში. ამასთან, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც საჭიროებ მუდმივ დაკვირვებასა და ყურადღებას. ასევე უნდა აღინიშნოს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეხვედრის ამოცანა იქნება სანავთობო ბაზარზე ...

Read More »

ინდოეთის კრიზისი ნავთობზე მოთხოვნის აღდგენას აფერხებს

ინდოეთი, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე მომხმარებელია, ეკონომიკის გახსნის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის აღდგენის მთავარი მამოძრავებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ქვეყანაში ჯანდაცვის დამანგრეველმა კრიზისმა ეს შეუძლებელი გახადა. ამის გამო, ნავთობის მოვაჭრეებიდან დაწყებული, მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლებით დამთავრებული ყველა პანიკაშია. ინდოეთი ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ჩინეთთან ერთად, სადაც პანდემია კონტროლს ექვემდებარება და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთთან ერთად, სადაც ფართომასშტაბიანმა ვაქცინაციამ ...

Read More »

როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთიდან ბენზინის იმპორტის შესაძლო შეზღუდვა

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი იმპორტიორია, შეზღუდვა არ გამოიწვევს პროდუქციაზე ფასის მატებას და მის ნიშასაც სხვა აითვისებს“ – ასეთია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის შეფასება. ,,რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში არის ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი. მინიმუმ 5 წელია ის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია ბენზინის და დიზელის სფეროში. მიმდინარე წლის 3 თვეში 132 000 ტონა ბენზინი შემოვიდა საქართველოში და ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. 2021 წლის  27 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.42 (+  0.77) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.94 (+ 1.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »