Tag Archives: #რუსეთი

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. გერმანიაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო რეგულაციის მიხედვით, ადრეული გაფრთხილება არის სამსაფეხურიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ჯერ არ ითვალისწინებს. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. ...

Read More »

დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს?

„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

გერმანიისთვის რუსული გაზის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდება შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში სხვა ორი მილსადენით სტაბილურია. Gascade–ს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს?

ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? – რუსეთის მიმართ, სანქციების გამკაცრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მის ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული სანქციები იყო საჭირო, თუმცა ასეთი პაკეტი არ შედგა. ,,უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის, სანქციების პასიურ პოზიციას. არ უნდა იყოს ,,შეჩერებული” სანქციების პაკეტები, რომ თუ რუსეთის ...

Read More »

პუტინმა მთავრობას დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადოს ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება. დავალებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და „გაზპრომმა“ უნდა მოახდინონ „ზომების კომპლექსის რეალიზაცია“ გაზის საფასურის გადახდის ვალუტის შესაცვლელად და პუტინს ყოველთვიურად მოახსენონ ამის შესახებ. 31 მარტამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს დირექტივა „გაზპრომსა“ ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Gazprom-ის აქციების ფასი მოსკოვის ბირჟაზე კვლავ მცირდება

რუსული აქციების ფასები მოსკოვის ბირჟის უფრო ფართო გახსნასთან ერთად მცირდება, რამაც გასული კვირის მოგება გააქრო. ვაჭრობა მოსკოვის ყველა აქციაზე გაფართოვდა, თუმცა მთავრობა ვაჭრობაზე შემზღუდავ ზომებს ძალაში ტოვებს. MOEX ინდექსი შემცირებულ 4-საათიან სესიაში 2.2%-ით დაეცა. გაზის გიგანტის Gazprom-ის დანაკარგმა 3,70% შეადგინა და სახელმწიფო მსესხებელ Sberbank-თან ერთად ლიდერობს, რომელიც 4.94%-ით შემცირდა. ამასთან, ენერგეტიკული კომპანიების აქციებმა ნავთობის ფასის კლების გამო უკან დაიხია, Lukoil-ის ...

Read More »

რივნეს რაიონში, ნავთობის საცავზე, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურ ფარგლებში რჩება

რივნეს რაიონში, ნავთობის საცავზე, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურ ფარგლებში რჩება და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რივნის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კოვალმა, Telegram-ზე განაცხადა, რასაც უკრაინული მედია ავრცელებს. ,,ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ლაბორატორიებმა და რივნის ლაბორატორიულმა ცენტრმა მუშაობა დაასრულეს. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა გუბერნატორმა. ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

თურქეთს, აშშ-ს და ისრაელს ევროპაში რუსული გაზის ერაყულით ჩანაცვლება უნდათ

თურქეთმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თურქეთის გავლით, ერაყის ქურთისტანიდან ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში ოფიცილურმა პირებმა განაცხადეს. თავის მხრივ, გამოცემა Modern Diplomacy ასევე წერს, რომ, „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე,თურქეთის ჩართულობით გაზსადენ EastMed-თან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის შეიძლება, იყოს გამოსავალი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ნაწილში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი განხორციელებისგან ძალიან შორს არის, ევროკავშირისთვის სპარსეთის ყურე ერთადერთი ...

Read More »

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Kiev Independent ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. “ქალაქ ნიკოპოლთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა. მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის, ქალაქში საფრთხეზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარჩით თავშესაფრებში ჰაერის განგაშის დასრულებამდე”, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენ ევტუშენკო.

Read More »

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ არ გადაიხდიან, არ იქნება გაზი

რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ მიწოდებას, არ იქნება გადახდა, არ იქნება გაზი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა კრემლის წარმომადგენელს ჰკითხა, შეუწყვეტს თუ არა რუსეთი გაზის მიწოდებას ევროპას, თუკი ეს ქვეყნები გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს იტყვიან. „მე არ ვიცი, რა მოხდება, როდესაც ისინი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვიან. როგორც ...

Read More »