Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

მაისში შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყება

ავსტიული კომპანია OMV Petrom 2022 წლის მაისში შავი ზღვის შელფზე გემის შემოყვანას და ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, კომპანია ამ ეტაპზე ძებნა-ძიების ფაზაზეა, გემის შემოყვანის შემდეგ კი მასშტაბურ კვლევებს დაიწყებს, მათ შორის 3D და ორგანზომილებიანი სეისმურ კვლევებს. ძებნა-ძიების სამუშაოების საერთო ღირებულება 30 მლნ დოლარია. სახელმწიფომ ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან 2021 წლის ...

Read More »

ბაიდენი: აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა. „ჩვენს არსენალში გვაქვს სხვა ინტრუმენტები, რომლებთანაც საქმე გვექნება. მე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი ენერგია მივიღოთ მილსადენით“, – აღნიშნა ბაიდენმა. OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 54,7%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,4 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით  ანუ 13,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) და 5 ათასი ტონით ანუ 113,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა)  შედარებით. მათ შორის, 2021 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9%  (6,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,2% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან; 14,9%  (1,4 ათასი ტონა) – იტალიიდან. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.74  (+ 2.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.27 (+ 2.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ექსპერტები 2022 წელს ნავთობის ფასების დასტაბილურებას ელოდებიან

ნავთობის ფასმა მცირედით დაიკლო. ეს აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების რეკორდული მატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, კომპანია BP-მ ნავთობის ფასის ზრდის გამო განაცხადა, რომ ფილაქნის გაზის და ნავთობის მოპოვებაში 2022 წელს 1,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. მიმდინარე წელს კომპანიამ ამ ბიზნესში 1 მლრდ დოლარი ჩადო. ექსპერტები 2021 წლის ბოლოს ნავთობის და გაზის ფასის მკვეთრ ზრდას პანდემიის შემდეგ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის ფასის შემცირებაში დახმარებას მათავრობას უკვე ბიზნესმენებიც სთხოვენ

ნავთობპროდუქტების მსოფლიო ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ, წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. სავარაუდოდ, არც მერე, რადგან ევროპაში მწვავე ენერგეტიკული კრიზისია, რაც ენერგომატარებლებზე ფასებს ზრდის. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, საქართველოშიც მოხდება საგარეო ფაქტორების ასახვა და საწვავის გაძვირება. ამიტომ ბიზნესი გამოსავლის პოვნას ეშურება. მსოფლიოში ფასები მუდმივად მზარდია. გუშინდელი მონაცემებით, საერთაშორის ბაზარზე ერთი ტონა ბენზინი 810.25 დოლარი ღირდა, ხოლო დიზელი – 716.25 დოლარი. ნავთობპროდუქტების ღირებულება ...

Read More »

აშშ OPEC-ს: ნავთობის ფასის შემცირების მცდელობები დასრულებული არაა

OPEC+-მა დეკემბრისთვის გამომუშავების 400 000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება. ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ OPEC-ი რისკავს გლობალური ეკონომიკის აღდგენას იმით, რომ არ აბრუნებს მეტ ნავთობს გლობალურ ბაზარზე და ძალისხმევა ნავთობის ფასების შესამცირებლად ჯერ არ დასრულებულა. თეთრი სახლი განიხილავს “ინსტრუმენტების სრულ სპექტრს” ეკონომიკის დასაცავად და მრავალი მწარმოებლის მსგავსად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საკმარისი არ არის პოსტ-კოვიდ ეკონომიკური აღდგენის შესანარჩუნებლად. ...

Read More »

OPEC +-მა გადაწყვიტა არ დააჩქაროს ნავთობის მოპოვების ზრდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC+-მა არ გაითვალისწინა იმპორტიორი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა დეკემბერის თვეში  ნავთობის მოპოვების 600-800 ათასი ბარელით დღე/ღამეში გაზრდის შესახებ. ალიანსის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ კომუნიკეში ნათქვამია, რომ დეკემბერის თვეში კარტელი შეინარჩუნებს ნავთობის მოპოვების გაზრდის მიმდინარე გეგმას და გაზრდის მას მხოლოდ 400 ათასი ბარელით. ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი გაზრდის გეგმა ივლისში შეთანხმებული იყო და ითვალისწინებდა, რომ OPEC + აგვისტოდან ყოველთვიურად ...

Read More »

რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასი ხშირად იცვლება. საცალო ქსელში არსებული ფასები 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. დღეისათვის ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი; სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი; დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81,99 (- 2,73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,86 (- 3,05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »