Tag Archives: #გარემო

მაია ბითაძე: საქართველოში აღარ უნდა იყოს ისეთი საწარმო, რომელიც გარემოს დააბინძურებს

რუსთავში, საწარმო “ჯეოსტილი” ჰაერის დაბინძურების კუთხით მოწმდება. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, “ჯეოსტილს” გამოსწორებული აქვს თვითმონიტორინგის და ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემა, თუმცა კომპანიის მხრიდან გარკვეული ღონისძიებები მაინც გასატარებელია, თუნდაც ჯართის მართვის კუთხით. “ზოგადი ინსპექტირების ფარგლებში ჩვენ ამ პროცესებს შემდეგშიც კონტროლს გავუწევთ.  მონიტორინგი გაგრძელდება რუსთავში არსებულ ყველა ქარხანაში, შევალთ თითოეულ ქარხანაში, რომლებსაც წლებია პრობლემები აქვს ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: ვაგრძელებთ ქალაქ რუსთავში საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება

ქ. რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, კომპანიის „ჯეოსტილი” მეტალურგიული ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების ...

Read More »

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გადადის ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში. „მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. შედეგად, საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ...

Read More »

რიანას ფონდმა კლიმატის დასაცავად $15 მილიონი გამოყო

ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ თავისი ფონდიდან, Clara Lionel Foundation-დან, კლიმატური მართლმსაჯულებისთვის $15 მილიონის გაღება გადაწყვიტა. მომღერლის ქველმოქმედება კარიბის ზღვის შვიდ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში 18 კლიმატურ სამართლებრივ ორგანიზაციას, მათ შორის Climate Justice Alliance-ის, Indigenous Environmental Network-სა და Movement for Black Lives-ს დააფინანსებს. რიანას განცხადებით, კლიმატური კატასტროფების სიხშირე და ინტენსივობა განსხვავებულ გავლენას ახდენს საზოგადოებებზე, ფერადკანიანი და კუნძულოვანი ქვეყნების ერებზე კი კლიმატური ...

Read More »

მაია ბითაძე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას და გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებათა პროექტი, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარუდგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას. სავალდებულო გახდება განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის, როგორც ...

Read More »

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება, – ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის. სანქციების ცვლილებები შეეხება რეკულტივაციის საკითხებს, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტებთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე დაურეგულირებელ თევზჭერას, ჰაერის დაბინძურებას, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეგულირების საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა, ...

Read More »

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს, სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ძლიერი ქარის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხიდები დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა გააუქმეს და ბორნები გააჩერეს, რადგან სანაპირო ტალღებმა წყალდიდობა გამოიწვია. ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა ...

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება. ცვლილება “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შედის.  პროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, კონკრეტული კომპეტენციები, სამინისტროს ნაცვლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს განესაზღვრება. სამინისტრო კი, ისევ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა. უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენცია იქნება: გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის ...

Read More »

Shell-ის „ნაშირბადის დამჭერი“ ობიექტი ემისიების ახალი წყარო გახდა

ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ...

Read More »