Tag Archives: #სემეკი

სემეკს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე. სემეკში ...

Read More »

სემეკში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა

აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს: “კომისიაში ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის ახალი ფუნქციების განსახორციელებლად, რათა კომისიამ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხვენების შესაბამისად. ბაზრის ...

Read More »

ცვლილებების წელი

2020 წელს ჩამოყალიბდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა, ამასთან, შემუშავდა არაერთი კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელს უკავშირდება. 2020 წელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეაჯამა.   ბატონო დავით, როგორ შეაჯამებდით 2020 წელს და რა ცვლილებებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას? 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის დატვირთული წელი იყო, ვინაიდან ეს არის ...

Read More »

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომისია საკუთარ Facebook გვერდზე ავეყნებს: “სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები ...

Read More »

გიორგი ფანგანი: “ენერგოკომპანიები მრიცხველების ვადაგადაცილებული წაკითხვის გამო, შესაძლოა, დაჯარიმდნენ”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ამ დროისთვის მომხმარებლების 100-მდე საჩივარია შესული. საქმე ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, საკმაოდ ბევრი საჩივარია შესული როგორც სოციალური ქსელის, ისე ქოლ-ცენტრის მეშვეობით, რომელიც ამ დროისთვის ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. კითხვაზე, რომელი გამანაწილებელი კომპანიის მისამართითაა დაფიქსირებული უფრო ...

Read More »

GALT & TAGGART: ტარიფის ზრდა არ არის იმდენად დიდი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროს

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის აზრით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ ელენერგიის მოხმარება შეამციროს. მისივე თქმით, მოხმარების შემცირება, შესაძლოა, კომერციულ სექტორში შევნიშნოთ, თუმცა, ესეც უმნიშვნელო მაჩვენებელი იქნება საერთო მოხმარების სურათში. „3,5 თეთრი არ არის იმდენად დიდი ზრდა, რომ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი შემცირება გვქონდეს. კომერციულმა სექტორმა შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ელენერგია ნაკლებად ელასტიური ...

Read More »

ლევან ფეფხვაძე: “ელენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო, ენერგოკომპანიები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ახალ ტარიფებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ეხმაურება. მისი განცხადებით, სემეკმა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფი ბოლოს 2017 წელს დაადგინა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, სემეკს მოუწია გაეთვალისწინებინა გამანაწილებელი კომპანიების დავალიანებები, რომელიც უკვე 450 მილიონ ლარს აღემატება. “ასევე ამას ემატება შემდგომი წლების საინვესტიციო ხარჯები და კოვიდპანდემიით გამოწვეული ...

Read More »

გიორგი ფანგანი: “არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტარიფები სასამართლოში გასაჩივრდეს”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი არ გამორიცხავს, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრონ. საქმე იმაშია, რომ სემეკმა ახალი ტარიფების დადგენის პროცესში არ გაითვალისწინა ენერგოკომპანიების მიერ წარდგენილი დაახლოებით 30-მილიონიანი ხარჯები, ასევე ტარიფის გაანგარიშების დროს ელექტროენერგიის მოხმარების განსხვავებულ პროგნოზს დაეყრდნო. სემეკის განმარტებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესის დაცვით იყო ნაკარნახევი. დავით ნარმანიას განცხადებით, ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: გაზრდილ ტარიფებზე – დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია

სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ახალი ფასების დადგენაა მოსალოდნელი. „ზრდა მნიშვნელოვანია, ძალიან მატერიალურია. სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, წლების განმავლობაში არმომხდარი კორექციის, რაც იმ ვალდებულებების მიხედვით უნდა მომხდარიყო, რაც ენერგომომწოდებელ, სადისტრიბუციო კომპანიებთან ...

Read More »

დავით ნარმანია – ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება

ენერგოკომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება, – განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის გადაწყვეტილებების შეფასებისას. მისი თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება ტარიფების გადათვლასთან დაკავშირებით. „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადები. „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა ...

Read More »