Tag Archives: #გარემო

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ში, კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. გამოცემის ცნობით, ხანძარ ოაკის გამო, ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი,  განადგურებულია 10 სახლი. ცეცხლის ჩაქრობას ამ დროისთვის 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ცდილობს.

Read More »

რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შედგა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ...

Read More »

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

საბერძნეთის მასშტაბით ბოლო 24 საათში 53 ადგილას გაჩნდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი კერების გაჩენას. შემთხვევის ადგილებიდან გაჰყავთ მოსახლეობა. ხანძარს ასევე ებრძვიან დადიას ეროვნულ ტყე-პარკში, ვატერის კურორტსა  და  მაკედონიის დასავლეთ მხარეს, მთიან რეგიონებში. საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრი ქრისტოს სტილიანიდესი ამბობს, რომ ისინი მივლენ ხანძრის სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ხაზთან და ადგილზე გაეცნობიან, რა ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა. პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ...

Read More »

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარე როუდბალი ადიდდა და მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქალაქის ხელმძღვანელის, იუსეფ კარეგარის თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Read More »

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,, თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში ეროვნული ფორუმი გაიმართა

ფორუმს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები საქართველო’’ აღმასრულებელი საბჭოს წევრი აკაკი ფანჩულიძე, ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე ესწრებოდნენ. ეროვნული ფორუმი პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა. იმერეთის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა ნარჩენების მართვისა და სეპარირების საკითხებზე, პარტნიორი ქვეყნების (სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის)გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, ევროკავშირის ...

Read More »

NASA: ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ძლიერი სიცხეები და ხანძრები ფიქსირდება

2022 წლის ივნისსა და ივლისში, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარკვეულ ნაწილში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და ნაწილში რეკორდებიც კი მოხსნა. დასავლეთ ევროპაში, სადაც უკვე ფიქსირდებოდა ძლიერი გვალვა, მაღალმა ტემპერატურამ პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ხანძრები გააჩინა. მაგალითისთვის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 3,000 ჰექტარზე მეტი გადაწვა. საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მეხანძრეებს ...

Read More »

იტალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, არის საფრთხე, ცეცხლი სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს

იტალიაში ტოსკანადან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც „როიტერი“ წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ...

Read More »

მაღალი ტემპერატურის გამო, ბრიტანეთის უდიდეს სამხედრო აეროდრომზე ასაფრენი ბილიკი გალღვა

ბრიტანეთის უდიდეს სამხედრო აეროდრომზე მაღალი ტემპერატურის გამო ასაფრენი ბილიკი გალღვა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავისთვის ალტერნატიულ აეროდრომს იყენებენ. “ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში ფრენის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, ამიტომ თვითმფრინავები იყენებენ ალტერნატიულ აეროდრომებს დიდი ხნის შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ამას არავითარი გავლენა არ აქვს ფრენებზე”, – ნათქვამია სამეფო საჰაერო ძალების განცხადებაში.

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

ევროპის ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

უახლესი მონაცემებით, გასულ თვეში, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანია Airly-ის თანახმად, განსაკუთრებით ცუდი ვითარება სამხრეთ ესპანეთისა და იტალიის დიდ ქალაქებშია. ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პრობლემა აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამ ადგილებში ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობითაა განპირობებული. Airly-ის CEO-ს განცხადებით, საზღვაო ზოლის ბევრ ქალაქს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ესპანეთის სანაპიროა, მათ შორის მურსიის, ბარსელონისა ...

Read More »