უკანასკნელი ორი წელიწადია, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თვალ-ყურს ადევნებს პუტინის რუსეთის მიერ მსოფლიო იმ წესრიგის მოშლა-დარღვევას, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგაა ჩამოყალიბებული
ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში ბანდ-ფორმირებების მხარდაჭერა და სირიაში ასადის დიქტატორული რეჟიმის გამაგრება ადასტურებს, რომ კრემლი, საკუთარი იმპერიული ზრახვების მიღწევის მიზნით, არაფერზე იხევს უკან, მათ შორის, არც ათასობით უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლზე. არათუ ხსენებული სისასტიკეები არ აჩერებს რუსეთს, ის არც საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებსაც არ უფრთხილდება, რომლებსაც სწირავს გარდაუვალი სიკვდილისათვის იმ, მის მიერვე შექმნილ “ცხელ წერტილებში”. მეტიც, რუსეთი ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებსაც არ ინდობს, მათ, ვინც ამის გამო ტოტალური სიღატაკის ეპოქაში ნელ-ნელა აბიჯებს.
მორიგი დასტური იმისა, რომ რუსეთს კონფლიქტის მოგვარება კი არა, მისი ესკალაცია სურს, არის ამასწინანდელი ამბავი, როდესაც მოხდა ორი უკრაინული სტრატეგიული საზღვაო ანძის მითვისება… მნიშვნელვანია, რომ ორივე ანძა ოდესის გაზის საბადოს მიმდებარე ტერიტორიასთანაა. ხსენებული აქტი რომ დარღვევაა, ამის დასტურია გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, გამორჩეული ეკონომიკური ზონა ესაა ის ნაწილი ზღვის სანაპიროდან, რომლის სიგანეც 370.4 კმ-ია. თუ ჩვენ რუკას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ანძები ოდესის ხსენებული გაზის საბადოდან და ქალაქიდან სულ რაღაც 130 კმ-შია. შესაბამისად, რუსეთს ხსენებული ანძების მიტაცება ამ კონვენციის თანახმადაც კი არ შეეძლო.
ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ საზღვაო ანძების მითვისება გადატანა რთული საერთაშორისო ვითარების და საერთაშორისო აქტივების არდაკარგვის აუცილებლობის გათვალისწინებით მოხდა. ამ ოპერაციას კი ატარებდა ფსბ.
რას ვხედავთ ამ მაგალითიდან გამომდინარე?
უკრაინული ანძების უკანონო მითვისებაა და გარკვეული მოწყობილობების მიტაცება რუსეთს აძლევს საშუალებას საკუთარ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადოს სხვა ტერიტორიებიც… თუ უკრაინა წინააღმდეგობას გასწევს, რუსეთი გამოაცხადებს მორიგ აბსურდს, რომ მის (რუსეთის) ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება!
ამ სტრატეგიის დასტურია გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება #664: “სახელმწიფო მმართველობის სრულყოფა ტერორიზმის საფრთხის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე”. განკარგულების თანახმად, ერთ-ერთი ოპერატიული შტაბი, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლით დაკავდება, განთავსდება ტერიტორიულ წყლებში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებსა და კონტინენტური შელფის წერტილებში, აგრეთვე სხვა საზღვაო სივრცეებში, რუსეთის ფედერაციის ფლოტის გემებზე ქალაქ სიმფეროპოლში..
დღეისათვის რუსეთის მიერ მიტაცებულია ორი უკრაინული ანძა და მათ “დაცვას” ახორციელებენ რუსი ის სამხედროები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვთ. ხომ არ არის ეს უკვე გათელილი გზა? უფრო ზუსტად, ნაცნობი სცენარი?
რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას ხსენებული ანძების მიტაცებით და არის თუ არა ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემა?
პასუხი მარტივია – რუსეთის აგრესული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მხოლოდ შავ ზღვაში, ფეთქებადსაშიში ხდება ვითარება კასპიის რეგიონშიც, საიდანაც რუსეთმა ამასწინათ სარაკეტო დარტყმები მიაყენა სირიის ტერიტორიას და სადაც რუსეთი ახალი კონფლიქტების წარმოქმნის სურვილითაა შეპყრობილი.
არავის გაუკვირდება, თუ, პირობითად ხვალ ისლამისტთა რადიკალური დაჯგუფებები შურისძიებას დააპირებენ და ტერორისტულ აქტებს მოაწყობენ რუსეთის ფლოტის დისლოკაციის ადგილებში შავ თუ კასპიის ზღვებში. ამის შემდეგ რუსეთი ანტიტერორიზმის ეგიდით დაიწყებს ქმედებას და შედეაგდ ბევრი ქვეყნის ენერგეტიკულ, სატრანსპორტოო და სხვა ინფრასტრუქტურებს, უბრალოდ, გაანადგურებს. ეს კი სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მრავალასპექტიან ენერგეტიკულ პროექტებს.
ამის გარდა, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა შეიძლება გახდეს ახალი არასტაბილურობის საფუძველი, რომლის შედეგიც იქნება დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ან ჩაგდება ან დიდი ხნით გადადება.
წყარო: Georgian Review