არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსები სულ უფრო იშვიათად თანხმდებიან სხვადასხვა საკითხებზე, რადგანა მათ ხისტი და რადიკალური პოლიტიკა ახასიათებთ. ამის ფონზე მისასალმებელია ის განცხადება,რომელიც კონკურენტი პარტიების ლიდერებმა – დევიდ ქემერონმა, ედ მილიბენდმა და ნიკ კლეგმა გაავრცელეს. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ერთობლივად იმუშავებენ კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებულ პროცესებს, რათა დაჩქარდეს „დაბალი ნახშირბადის“ ეკონომიკიდან გადასვლა და დასრულდეს „კრემლის საწვავის“ გამოყენება.
ეკოლოგიური პრობლემები ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.კლიმატის ცვლილების გლობალური ხასიათის მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი გამოვლინებების ინტენსივობას და მისი ზემოქმედების მასშტაბებს ახასიათებს ლოკალური სპეციფიკა სხვადასხვა რეგიონების და ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესაბამისად. ეს განსაკუთრებით მძიმეა მსოფლიოს უღარიბესი,დაუცველი მოსახლეობისათვის, მაგალითად, როგორიცაა ვენუატუა, სადაც ნახშირის წვით დაბინძურებული გარემო ნაადრევ სიკვდილიანობასა და ავადმყოფობას იწვევს.
გაერო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რომლებიც სათბური გაზების ემისიისა და მისი კონცენტრაციის ატმოსფეროში ზრდის შესაჩერებლად ძალისხმევას არ იშურებენ.
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას კონკრეტული პოლიტიკური სტრატეგია სჭირდება. უახლესი მეცნიერული მიმოხილვების თანახმად, აუცილებელია,მსოფლიომ შეამციროს წიაღისეულის წვა, კერძოდ მსოფლიოს ნახშირის 80% თავის ადგილზე უნდა დარჩეს,რათა შენარჩუნდეს გლობალური ტემპერატურა და არ გაადააჭარბოს სახიფათო მინიმუმს.
დიდი ბრიტანეთი ნახშირის წარმოების კუთხით მოწინავე ქვეყანაა და აქ დამუშავებულმა ნახშირმა საცხოვრებელი სტანდარტები მსოფლიოს მრავალ ადგილას აამაღლა, ამიტომაც განვითარებულ ქვეყნებს, განსაკუთრებით, კი დიდ ბრიტანეთს აქვს მორალური ვალდებულება დაიცვას ისინი, ვისაც თავად არ შეუძლია, გაუმკლავდეს კლიმატის ტრანსფორმაციის უარყოფით ზემოქმედებას.
ამ საკითხზე უკვე მუშაობს ბრიტანეთის ეკლესია.სალისბარის ეპისკოპისის ნიკოლას ჰოლტამის განცხადებით, კერძოდ 42 ეპარქიასა და 16000 ეკლესიაში საგრძნობლად შემცირდა ნახშირის გამოყენება, ხოლო 2050 წლამდე კი ნახშირის წვის 80%-იანი კლებაა ნავარაუდები. ეკლესიამ ინვესტორებსაც მოუწოდა, რომ შეამცირონ კაპიტალდაბანდებები ნახშირისშემცველ საწვავში და გადაერთონ განახლებადი ენერგიის მოხმარებისკენ.
ბრიტანეტის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს თუ, როდის შეწყდება ნახშირის გამოყენება და მისი ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება, თუმცა ექსპერტების მოსაზრებით,სასურველი თარიღი 2020 წლიდან 2025 წლამდე პერიოდია.
ჩინეთსა და ინდოეთში უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,თუმცა ბრიტანეთისაგან განსხვავებით მათ საბოლოო რეზულტატის მისაღებად ათწლეულები დასჭირდებათ. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანისგან,რომელმაც მოახდიანა გადატრიალება სამრეწველო ინდუსტრიაში,უკიდურესად სიმბოლურია, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე,რადგანაც ენერგეტიკის განსაკუთრებულ როლს კლიმატის ცვლილების პრობლემის განხილვისას განაპირობებს მისი უნივერსალური ხასიათი და ზეგავლენა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროზე.
ნინი გელაშვილი