ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში

ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში

საქართველოში არსებული პოტენციურ ენერგეტიკულ პროექტებში მხოლოდ რამოდენიმეა გამორჩეული თავისი სიდიდითა და მოცულობით, როგორებიცაა ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი ჰესების კასკადი და ა.შ. ასეთი ჰესების განხორციელების, შეფერხების ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა, გარემოზე ზემოქმედებაა და ძირითადად გარემოს დაცვითი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან დიდი ჰესების მშენებლობების დაწყებას. ამიტომ ყოველთვის აქტუალურია ამა თუ იმ ჰესეზე ეგრეთწოდებული “გზშ”–ის დასკვნის არსებობა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ამჯერად გაასაჯაროვა, ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების დასრულებული ანგარიში. უახლოეს პერიოდში დაიწყება აღნიშნული ანგარიშის საჯარო განხილვები სადაც ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. გთავაზობთ ამონარიდებს ნენსკრას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან.

მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილება

მდ. ნენსკრასა და მდ. ნაკრაზე დაგეგმილიკაშხლების ქვედა ბიეფებში გატარებული იქნება მხოლოდ ეკოლოგიურ ხარჯები, რაც გამოიწვევს მდინარეში არსებული წყლის დონის მკვეთრად შემცირებას, რაც მაღალი ხარისხისზემოქმედებაა, მაგრამ ზემოქმედების ეს სახე ხუდონჰესის ექსპლუატაციის რეჟიმზე ან მის
ქვედა ბიეფზე არ იმოქმედებს. შესაბამისად კუმულაციური ზემოქმედება მოსალოდნელი არ
არის.

ზემოქმედება მყარი ნატანის ტრანსპორტირებაზე

საპროექტო მდინარეები (მდ. ნენსკრა მდ. ნაკრა) მყარი ნატანის დიდი რაოდენობით არ ხასიათდებიან შესაბამისად ნენსკრას წყალსაცავის სასიცოცხლო ციკლი რამდენიმე ასეული წლით უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ მდ. ნაკრაზე კაშხლის არსებობა მყარი ნატანის ტრანსპორტირების რეჟიმზე კუმულაციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ იქნება, რადგან წყალუხვობის პერიოდში ნატანის უდიდესი ნაწილი გატარებული იქნება ქვედა ბიეფში.

ზემოქმედება წყლის ხარისხზე

როგორც საპროექტო, ასევე მოქმედი და პერსპექტიული ჰესების ოპერირების ფაზაზე კუმულაციურ ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს. მდინარეების წყლის ხარისხის გაუარესებასთან. ჰესების ოპერირების ფაზაზე წყლის გარემოს დაბინძურება, როგორც წესი დაკავშირებულია ნარჩენების არასწორ მართვასთან ან საწვავის და ზეთების შენახვა/გამოყენების წესების დარღვევასთან. შესაბამისად ამ ზემოქმედების მინიმიზაცია შესაძლებელია სწორი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და მონიტორინგის პირობებში.

ზემოქმედება იქთიოფაუნაზე

ჰესების კასკადის ოპერირების ფაზაზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების სახეებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია იქთიოფაუნაზე ზემოქმედება, რადგან არსებული და საპროექტო კაშხლების სიმრავლე პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის თევზის სატოფო ადგილებამდე მიღწევის შესაძლებლობას. მდ. ნაკრაზე დაგეგმილ კაშხალზე გათვალისწინებულია თევზსავალის მოწყობა, რაც გარკვეულად შეამცირებს ნეგატიური ზემოქმედების ხარისხს, მაგრამ ხუდონის ნენსკრას კაშხლებზე თევზსავალების მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაძლო კლიმატური ცვლილებები

წინამდებარე ანგარიშში მოცემული გაანგარიშების შედეგების მიხედვით ნენსკრა ჰესის ექსპლუატაციის პროცესში მოსალოდნელია მხოლოდ ლოკალური კლიმატური ცვლილებები. რეგიონულ კლიმატზე ზემოქმედების თვალსაზრისით ნენსკრას წყალსაცავი და ჯვარი-ხუდონის წყალსაცავები განხილული უნდა იქნეს ცალ-ცალკე, რადგან საპროექტო ნენსკრას წყალსაცავი მონაწილეობას არ მიიღებს კუმულაციური ეფექტის ფორმირებაში. ჯვარი ხუდონის წყალსაცავების კუმულაციური ზემოქმედება კი შემოიფარგლება ენგურის ხეობის ჯვარი-ჭკადუაშის მონაკვეთით.

კუმულაციური ზემოქმედების შეფასებისათვის გზშ-ის ჯგუფის მიერ შესრულებელია მათემატიკური მოდელირება, რომლის შედეგების მიხედვით ჯვრის, ხუდონისა და ნენსკრას წყალსაცავების კუმულაციური ზემოქმედების შედეგად კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონში არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად გლობალურ კლიმატზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

energynews.ge

Leave a Reply