ამ დრომდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა სიფრთხილით უყურებდა კრიპტოვალუტას, თუმცა არსებობს გამონაკლისები და რაც მთავარია, ნიშნები იმისა, რომ დამოკიდებულება თანდათან შეიცვლება.
2020 წლის სექტემბერში ევროკომისიამ მიიღო ციფრული ფინანსური პაკეტი, რომელიც, ევროკავშირის მასშტაბით გვთავაზობს ახალ რეგულაციებს კრიპტოვალუტებსა და სხვა კრიპტო-ტოკენებთან მიმართებაში.
MiCA-ს (Markets in Crypto Assets – ბაზრები კრიპტო აქტივებში) რეგულაციები ძალაში 2024 წლისთვის შევა. მანამდე კი, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ თავად უნდა დაარეგულიროს კრიპტო ბაზრები.
”კრიპტო გლობალური ინდუსტრიაა, რომელსაც ადგილობრივი კონტროლი აქვს, შესაძლებლობები ყოველთვის იზრდება და თუ იქ სადაც იმყოფები, ვერ აკეთებ იმას რაც გსურს, შეგიძლია ისარგებლო მარეგულირებელი არბიტრაჟით და გადახვიდე იურისდიქციაში, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება მოცემული მომენტისთვის”, – აღნიშნავს პენგ ჟონგი Tendermint–ის აღმასრულებელი დირექტორი (ბლოკჩეინ-კომპანია, რომელიც მომსახურებას უქევს Cosmos-ის ქსელს).
”აღნიშნულმა შეიძლება უფრო მეტი სტიმული მოუტანოს ისეთ რეგიონებს, როგორიცაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, რომლებმაც, Covid-19 პანდემიის ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე უფრო მწვავედ განიცადეს, შეიმუშავონ ისეთი კანონები და ჩარჩო-შეთანხმებები, რომელთც შეეძლებათ კრიპტო-კომპანიების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.”
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, რომელიც ცდილობს კრიპტოზე დაფუძნებული ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო Covid-ის მიერ დაზარალებული ეკონომიკა ხელს უწყობს აღნიშნულს, არის უნგრეთი.
მიმდინარე წლის მაისში, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ განაცხადა, რომ უნგრეთი გაანახევრებს მოგების გადასახადს კრიპტოვალუტებზე – 30,5 პროცენტიდან 15 პროცენტამდე. აღნიშნული ნაბიჯი აირის უნგრეთის მთავრობის Covid-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლი ნაწილი, რომელმაც, კრიპტოლოგების აზრით, შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს კრიპტვალუტის მიღებას ქვეყანაში.
”ამ ტალღას ბიზნესი უხელმძღვანელებს, რომელიც კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების ნებას დართავს”, – აღნიშნავს ჰარიეტ ჩანი, ბაზრის ოფიცერი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის CocoFinder-ის თანადამფუძნებელი.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კრიპტობიზნესი რომელ ქვეყანაში გადაიტანს გლობალურ საქმიანობას“ – აცხადებს კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ფინ-ტექნიკური კომპანიის „კირობოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ პერლი.
”საბოლოოდ, კრიპტო კომპანიების (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინდუსტრიის) მთავარი მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მოტანაა. აქედან გამომდინარე, კრიპტოკომპანიები უპირატესობას, ბუნებრივია, პოლიტიკური რუკის უფრო ლიბერტარიანულ ნაწილს ანიჭებენ. გადასახადების შემცირება ასეთი კომპანიების ხელმძღვანელებსა და მათ კლიენტებს დიდად ეხმარება.”
უნგრეთთან ერთად, კრიპტოწარმოებაზე გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავენ ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია.
იქიდან გამომდინარე რომ, ამჟამად, ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი რეგულაცია არ არსებობს და აღმოსავლეთ ევროპის მარეგულირებელი ლანდშაფტი ფრაგმენტულია, სხვადასხვა ქვეყნებს არჩეული აქვთ სხვადასხვა სტრატეგია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის რეგულირებისთვის.
Chainalysis–ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, უკრაინა არის მსოფლიოს წამყვანი კრიპტომწარმოებელი ქვეყანა. 12 თვის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო რვა მილიარდი აშშ დოლარის (6,6 მილიონი ევრო) ღირებულების კრიპტო და გაგააგზავნა 8,2 მილიარდის (6,8 მილიონი ევრო) ღირებულების. თუ ხსენებულ მონაცემებს შევადარებთ უკრაინის მოსახლეობასთან და მისი ეკონომიკის სიდიდესთან, დავინახავთ, რომ ადგილი აქვს ათვისების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს”.
”უკრაინაში მრავალი კრიპტომომხმარებელი ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე, რათა კრიპტოვალუტა შევიდეს ქვეყნის იურიდიულ სისტემაში, გაუადვილოს ბანკებთან მუშაობა და შექმნას დაბეგვრის ხელსაყრელი პირობები”, – აღნიშნავს ჟონგი.
კრიპტოს ათვისების მასშტაბის შეფასების კიდევ ერთი გზა კრიპტოვალუტის ბანკომატების რაოდენობაა ქვეყანაში.
MoveBuddha-ს მოხსენებაში, რომელიც ნაჩვენებია მსგავსი ბანკომატების რაოდენობას 10,000 მოსახლეზე, სლოვაკეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა (4,58), შემდეგ მოდის სლოვენია (4,26).
საქართველო მერვე ადგილზეა 3.5 ბანკომატით 10,000 მოსახლეზე. ათეულში მოხვდა ასევე ჩეხეთიც – 3.08-ით.
”საქართველოს სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს და ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში ბიტკოინის მაინერების რაოდენობით. თუმცა, ამასთანავე, საქართველო დგას იმიჯის პრობლემის წინაშე, პოლიტიკური არასტაბილურობისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებელის გამო. ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალონ ხელი უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში”, – განმარტავს პენგ ჟონგი.
მათთვის, ვისაც სურს კრიპტოვალუტით შეიძინოს ნივთები, სლოვენია საუკეთესო ადგილია, რადგან დედაქალაქ ლუბლიანაში მდებარეობს სავაჭრო ცენტრი BTC City, რომელშიც ინტეგრირებულია GoCrypto სერვისი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ ბიტკოინით კონკრეტულ მაღაზიებში.
ბალტიისპირეთში ასეთი ქვეყანა ესტონეთია, რომელიც ზოგადად ითვლება, როგორც ყველაფრისთვის ხელსაყრელი კლიმატის მქონე ქვეყანა. 2017 წლიდან არეგულირებს კრიპტოვალუტებს და ზოგადად, ძალიან პოპულარულია ქვეყანაში.
საგადასახადო კუთხით, კრიპტო კლასიფიცირებულია, როგორც ციფრული აქტივი, თუმცა არ იბეგრება დღგ-თი.
გარკვეულ მომენტში, ესტონეთმა საკუთარი ვალუტის, სახელად Estcoin, შექმნაც კი გადაწყვიტა, რომელიც გახდებოდა ეროვნული კრიპტოვალუტა, თუმცა შემდეგ აღნიშნულ გეგმაზე უარი განაცხადა, ევროკავშირიდან წამოსული კრიტიკის გამო.
ლიტვაც ატარებს ექსპერიმენტებს ოფიციალურ კრიპტო-ტოკენებზე. უკვე გაყიდვაშია ოცდაოთხი ათასი საკოლექციო ციფრული LIBCOIN, რომელთა ექვსმონეტიანი „შეკვრა“ 99 ევროდ იყიდება. თითოეულ მონეტაზე გამოსახულია ლიტვის 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ოცი ხელმომწერიდან ერთ-ერთი პორტრეტი.
მას შემდეგ, რაც კოლექციონერები მოაგროვებენ სრულ ნაკრებს (ექვსივე კრიპტო-ტოკენს), შეეძლებათ გაცვალონ ის ვერცხლის ფიზიკურ მონეტაში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 19 ევროა.
მიუხედავად იმისა, რომ LIBCOIN არ არის გადახდის საშუალება, აღნიშნული გვიჩვენებს, რომ ლიტვის მარეგულირებლები და ფინანსური ორგანოები დაინტერესებულნი არიან იმით, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეს ფუნქციონირებდეს ეროვნული კრიპტოვალუტა.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული საკმაოდ მოკრძალებული ნაბიჯებია, აშკარაა, რომ კრიპტოვალუტის პოტენციალისადმი ინტერესი რეგიონში მნიშვნელოვნად იზრება.
პერლი თვლის, რომ მსგავში შესაძლებლობები დაინტერესებულმა ქვეყნებმა და კომპანიება აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
”ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობა კვლავ ატარებს კომუნისტური მმართველობის ნაწიბურს. ეს ქვეყნები ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას უკიდურესად კონკურენტულ გარემოში, რომელიც ამავე დროს შეზღუდულია ევროკავშირის მიერ დაწესებული კანონების სიმრავლით. კრიპტო კომპანიებისა და ინვესტიციების მოზიდვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, შექმნას სამუშაო ადგილები და გააუმჯობესოს მათი გლობალური იმიჯიც. ”- ასკვნის ის.
ნინო სამადაშვილი