დარიალი ჰესი
დარიალი ჰესი

დარიალიჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები

საქართველო მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით და ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური პოტენციალი დაახლოებიტ 80 მილიარდი კილოვატსაათის პოტენციალია, თუმცა ეკონომიკურად საინტერესო აქედან მხოლოდ 40 მილიარდის რესურსია. რაც შეეხება დადგმულ სიმძლავრეების პოტენციალს ამ კუთხით საქართველოს რესურსი 15,500 მეგავატია. საქარტველოს ხელისუფლების და კონკრეტულად ენერგეტიკის სამინისტროს ძირითად მიზანს წარმოადგენს, სწორედ, ასეთი, მაღალი პოტენციალის ათვისებაზე მუშაობა

სწორედ ამ რესურსებიდან არის დარიალიჰესი, რომელიც ერთ-ერთი საშუალო ზომის ჰესია და მისი მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ჰესი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე თერგზე მდებარეობს. დარიალიჰესის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2016 წელს იგეგმება

ტექნიკური მახასიათებლები

დარიალი ჰესი ზღვის დონიდან  1729 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ჰესის დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატია და მისი წლიური გამომუშავება 510 მილიონ კვტ/სთ შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე. დარიალი ჰესის ელ.ენერგიის გენერაცია ძირითადად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოხდება, მაშინ, როცა მდინარეში წყლის შემოდინებები მატულობს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს დარიალის ელექტროსადგურის ქვესადგურის კავშირს ეროვნულ ქსელთან, 110 კვტ გადამცემი ხაზით.

ჰიდროელექტროსადგური აშენდება 2 კმ სიგრძის ღია არხით და 5,6 კმ (5,5 მ. დიამეტრის) სიგრძის დერივაციული გვირაბით. იგი მიაწოდებს გენერალურ ნაგებობას წყლის ნაკადს მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ჰიდრომექანიკური ერთეული წარმოდგენილი იქნება 3 ვერტიკალური პელტონის ტიპის ტურბინით და სინქრონული გენერატორებით. წყლის ნაკადის დაწნევა განსაზღვრული არის 379.0 მეტრით 33 კუბ.მ. წამში წყლის ხარჯით. გენერალურმა ნაგებობამ შეიძლება იმუშაოს როგორც ცალკე ისე ეროვნულ ენერგოსისტემასთან სინქრონში.

ეკონომიკური მაჩვენებლები

სააქციო საზოგადოება „დარიალი ენერგი“ 2010 წელს დაფუძნდა. სს „დარიალი ენერჯი“-ს აქციონერებს წარმოადგენენ სამშენებლო კომპანია შპს „ფერი“ (საქართველო), სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (საქართველო), შპს “ენერგია” (საქართველო) და გვირაბგამყვანი მანქანების მწარმოებელი კომპანია “რობინს კომპანი” (აშშ).

ჰესის საინვესტიციო მოცულობა,123 მილიონი დოლარია. ჰესის მშენებლობის ფინანსირებაში, ასევე, ჩართულია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი EBRD, რომელმაც ჰესის მშენებლობისთვის 80 მილიონი დოლარის სესხი გამოყო.

საპროექტო კაშხლის ძირითადი პარამეტრები

დარიალიჰესის კაშხლის საპროექტო მაჩვენებლები

დარიალიჰესის კაშხლის საპროექტო მაჩვენებლები

კაშხალი

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დაახლოებით 6 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხლის მოწყობა. კაშხლის სიმაღლის და კონსტრუქციის გათვალისწინებით წყალუხვობის დროს ქვედა ბიეფში თავისუფლად გადაედინება ჭარბი წყალი და მყარი ნატანის მთლიანი რაოდენობა

გარემოზე ზემოქმედება

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰესების გარემოზე ზემოქმედების საკითხია. გარემოს დამცველი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას, თუმცა პრაგმატული თვალსაზრისიდან და რეალობიდან გამომდინე გარდაუვალია ახალი პროექტების განხორციელება. აქვე არსანიშნავია, რომ ჰესებსი გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა და მისი საჯარო განხილვები საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება და ფაქტიურად შეუძლებელია აღნიშნული შესწავლიუს გარეშე სამშენებლო სამუშაოების წამოწყება. წარმოგიდგენთ დარიალი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების აქტიდან ამონარიდებს:

ზემოქმედება წყლის ბიომრავალფეროვნებაზე:  დარიალი ჰესი მოახდენს სათავე ნაგებობასა და წყალმიმღებს შორის მდინარე თერგის წყლის ოდენობის შემცირებას. ამას გააჩნია ნეგატიური ზემოქმედების პოტენციალი იმ სახეობებზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან მდინარის ნაკადზე, რომელიც არის მინიმალურ დონეზე მაღალი. შესაბამისად დარიალი ჰესი ვალდებულია განახორციელოს მინიმალური „ეკოლოგიური ხარჯი“, რომელიც საშუალებას მისცემს მდინარეს შასრულოს ფუნქცია თავის საარსებო გარემოში.

ზემოქმედება მცენარეულ საფარზე:  გავლენის ზონის ფარგლებში, მდ. თერგის კანიონში, ჩატარდა დეტალური ბოტანიკური კვლევა. გამოვლინდა მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედებები, რომლებიც შესაძლოა მიადგეს ბოტანიკურ რეცეპტორებს პროექტის განხორციელებით, გავლენის ზონაში ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე. პროექტის ზემოქმედების ფარგლებში დადგინდა მოქცეული მცენარეთა სახეობები და მათი საკონსერვაციო ღირებულებები (ენდემური, იშვიათი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი)

ზემოქმედება ფაუნაზე:  დარიალის უღელტეხილის ფარგლებში არსებულ მდ. თერგის ხეობას (პროექტის გავლენის ზონა) და ყაზბეგის ნაციონალური პარკისათვის ჩამორთმეულ სამ ტერიტორიას, პრობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნებრივი ჰაბიტატი. ეს ტერიტორია არ არის მდიდარი ცხოველური ბიომრავალფეროვნებით და მას არ აქვს მაღალი საკონსერვაციო ღირებულება.

შემარბილებელი ღონისძიებების სრულფასოვანი გატარების შემთხვევაში კანონით დაცულ სახეობებზე ზემოქმედება შემცირდება და არ გამოიწვევს რეგიონის ბიომრავალფეროვნებაში შეუქცევად ცვლილებებს.

 

 

Leave a Reply