ბუნებრივი აირი

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს

სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად, სახელმწიფო მოსახლეობას გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს გაზის მიწოდების კუთხით. „საქართველოს აქვს უკეთესი პირობები გაზის, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანას. გრძელვადიანი კონტრაქტებიც კი, ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ზაფხულამდე გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას გაანახევრებს

გერმანიის ხელისუფლება ზაფხულისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მემორანდუმზე დაყრდნობით წერს. უახლოეს 2 თვეში გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას 25%-ით შეამცირებს, ხოლო ზაფხულისთვის შესყიდვები განახევრდება. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ  – “წლის ბოლოსთვის ჩვენ შევეცდებით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებლები ვიყოთ რუსული ნავთობისგან”. გარდა ამისა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

პოლონეთი და სლოვენია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდაინ

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG (Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo) აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ბუნებრივი აირის საფასურის მხოლოდ რუსული რუბლით გადახდის შესაძლებლობას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მოითხოვა. ამის შესახებ 24 მარტს პრესკონფერენციაზე PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ განაცხადა. “ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. იამალის კონტრაქტი, რომლის დეტალებს ვერ ვამხელ, ითვალისწინებს ფასის დარეგულირების გზას”, – განაცხადა მან. ამავდროულად, ...

Read More »

აშშ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდებას გაზრდის

ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად აშშ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს გაზრდის. ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ დასავლელმა ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს. ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია. რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »

გერმანიამ კატართან თხევადი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია, აცხადებს ბერლინი. 20 მარტს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დოჰას ეწვია, სადაც კატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ას-სანისთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. გერმანული მხარე შესყიდული გაზის მოცულობის და ფასის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს. თუმცა, ჰაბეკის განცხადებით, გაზით მომარაგების დივერსიფიცირება გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „რუსული ბუნებრივი აირი შესაძლოა წელს ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ბრიტანეთი Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა Gazprom-ის ადგილობრივი ერთეულის – Marketing & Trading Retail-ის დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება. კომპანია, რომელიც საცალო მიწოდებით არის დაკავებული, დასავლური სანქციების ზეწოლის ქვეშაა. Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კომპანია გაზის უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, ის გაერთიანებული სამეფოს მიერ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადასვლის მთავარი კანდიდატია. ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის მდგომარეობას, რომელსაც 30 000-ზე მეტი ბიზნეს მომხმარებელი ...

Read More »
ტანაპ

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპაში გაზის მიწოდებას 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზრდის

აზერბაიჯანი გეგმავს, ევროპაში გაზის ექსპორტი 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ფიარვიზ შახბაზოვმა განაცხადა. „ტრანსადრიატიკის მილსადენის ამოქმედების დროიდან დღემდე, ევროპაში ექსპორტირებულია 9,7 მლრდ კუბ.მ გაზი. წელს ჩვენი გაზის ექსპორტი თურქეთში გაიზრდება 8,2 მლრდ კუბ.მ-მდე, ხოლო ევროპაში 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე” – განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში გაზის მარაგები, აზერბაიჯანული გაზის მიმართ დაინტერესება ...

Read More »

რუსმა ოლიგარქმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა

რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო მოხვდა. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მას სანქციები ევროკავშირმა ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ბულგარეთი გაზპრომთან ახალი გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებას არ აპირებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ბულგარეთი გაზპორმთან კონტრაქტს აღარ განაახლებს და განიხილავს ახალ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის დეფიციტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financiapost  ბულგარეთის ვიცე-პრემიერის ასენ ვასილევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბალკანეთის ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული და მასთან 10 წლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც 2022 წლის ბოლოს ეწურება. წლების განმავლობაში, ბულგარეთო აჭიანურებდა პროექტებს წყაროების დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის მილსადენის დაკავშირებას მეზობელ საბერძნეთთან და ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა და 1200 დოლარიან ნიშნულს ისევ გადასცდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 2,6%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 230 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასაული კვირის ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდული  3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, პარასკევს მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. მიმდინარე კვირას ფიუჩერსების ...

Read More »