ბუნებრივი აირი

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალი გაზსადენების აშენებას გეგმავენ. საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვრებს შორის ბუნებრივი აირის მილსადენი მზად უნდა იყოს ივნისისთვის, რომელიც მიზნად ორი ქვეყნისა და მათი მეზობლების ქსელის ახალ კავშირებზე წვდომის უზრუნველყოფას ისახავს. ახალი მილსადენის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთმა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. გარდა ამისა, შესაძლოა აშენდეს ჩეხურ-პოლონური მილსადენიც. პოლონეთი და ჩეხეთი ...

Read More »

Gazprom-ის გაყიდვები აპრილში 3-თვიან მინიმუმამდე დაეცა

Gazprom-ის ბუნებრივი აირის ყოველდღიური გაყიდვები ძირითად უცხოურ ბაზრებზე აპრილში ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. მომხმარებლებმა ზომიერი ამინდისა და LNG-ის ტალღის ფონზე უფრო იაფ, ადგილობრივი გაცვლის ბაზარს მიანიჭეს უპირატესობა. Gazprom-ის ექსპორტმა გასულ თვეში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიღმა დღეში საშუალოდ 387 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც მარტის შედეგზე 22%-ით ნაკლებია. ასევე, წლის პირველ ოთხ თვეში გაგზავნილი 50,1 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »
უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

ევროპას რუსული გაზი უკრაინის კვლავ გავლით მიეწოდება

რუ­სუ­ლი გა­ზის კომ­პა­ნია “გა­ზპ­რომ­ში” აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ევ­რო­პელ მომ­ხმა­რებ­ლებს ბუ­ნებ­რიც აირს კვლავ უკ­რა­ი­ნის გავ­ლით აწ­ვდის, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ ავრცე­ლებს.’ სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, გა­ზპ­რო­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ მა­ისს მო­თხოვ­ნის მო­ცუ­ლო­ბა იყო 97,2 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი, ხოლო გა­სულ შა­ბათს 71,7 მი­ლი­ო­ნი. ცნო­ბის­თვის, მოს­კოვ­მა გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყვი­ტა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს.ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის” სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. ...

Read More »

პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი, შესაძლოა, აშშ-მ მიაწოდოს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მოკავშირეებთან ერთად პოლონეთისა და ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იმუშავებენ. “ჩვენ ვიმუშავეთ მოკავშირეებთან იაპონიაში და შესაძლოა, პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირი ამ ქვეყნებიდან მივაწოდოთ. სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”. – თქვა მან. რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა – მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე ნათქვამი უარია.  პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას ...

Read More »

“აზერბაიჯანული გაზი უნდა იყოს ექსპორტირებული საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში”

„100 პროცენტით ვასრულებთ გაზის კონტრაქტებით დაკისრებულ ვალდებულებებს. აზერბაიჯანული გაზი უნდა იყოს ექსპორტირებული საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. ამრიგად, თურქეთთან ერთად, ჩვენი გაზის ექსპორტიორი იტალიაც არის“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“-ზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 9 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ექსპორტირებული. „ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ გაზის მოპოვებას ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

პირენეს ნახევარკუნძულზე გაზისა და ელექტროენერგიის ფასის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება

პირენეს ნახევარკუნძულზე ენერგოგადასახადზე გარკვეული გამონაკლისი დაიშვება. ესპანეთმა და პორტუგალიამ ბრიუსელთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასის შემცირებისა და მაქსიმალური ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, ფასები თითქმის განახევრდება. დაწესებული საგანგებო ზომები მომდევნო 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. პორტუგალიისა და ესპანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიღებული ზომების მიზანი მომხმარებელთა უფლებების უფრო მეტად დაცვაა. შეთანხმება მომავალ კვირას შევა ძალაში. პირენეს ნახევარკუნძულის მცხოვრებლები კი უკვე მაისში ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ გაზის მოპოვებას ამცირებს

გაზპრომი 2022 წელს 494,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ, კორპორაციული ჟურნალის კონცერნის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა TASS განუცხადა. თავის ტრადიციულ აპრილის ინტერვიუში მარკელოვი  წარმოების ოფიციალური გეგმის შესახებ ლაპარაკობს და ციფრებსაც ასახელებს. „წლის განმავლობაში, გეგმა შეიძლება რამდენჯერმე გადაიხედოს ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე“, – ამბობს მარკელოვი. 2021 წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ გაზის მოპოვების გაცხადებული გეგმა 496,9 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ფაქტობრივი ...

Read More »

“პოლიტიკურად და პრინციპულად მნიშვნელოვანია გადავიხდით თუ არა გაზისთვის რუბლში”

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მურმან მარგველაშვილის განცხადებით, გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს არ უნდა გაუჭირდეს რუსული გაზის ჩანაცვლება. როგორც მარგველაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რუბლში გადაიხდის თუ არა საქართველო რუსული გაზის საფასურს, თუმცა, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. „ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთიდან ჩვენი შესყიდვა არის მთელი მოხმარების 10%. ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით ...

Read More »

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა

კრემლმა თავისი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა. პირველი ქვეყანა პოლონეით აღმოჩნდა, რომელმაც ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რუსეთი პოლონეთს „იამალის“ მილსადენით ბუნებრივ გაზს აღარ აწვდის, რის გამოც პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტროში კრიზისული ჯგუფი შეიკრიბა. პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიაში დაადასტურეს მიწოდების შეწყვეტა და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამასთან დაკავშირებით „გაზპრომისგან“ ოფიციალური განმარტება არ ...

Read More »

უნგრეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში კონვერტაციაზე თანახმაა

უნგრეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთთან შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური რუბლში დაკონვერტირდება, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას საფრთხის წინაშე აყენებს. “უნგრეთი, სხვა ცხრა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის სრული შესაბამისობით, Gazprombank-ში იხდის ევროს, რომელსაც Gazprombank-ი რუბლებში გადაიტანს”, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, გერგელი გულიასმა. უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსულ ენერგეტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამტკიცებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ...

Read More »