ბუნებრივი აირი

ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ ...

Read More »

ავსტრია „გაზპრომს“ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს მიწისქვეშა გაზის საცავზე წვდომას ართმევს

ავსტრიის მთავრობამ მიიღო ზომების პაკეტი რუსული გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ზალცბურგის მახლობლად გაზის საცავი პირდაპირ დაუკავშირდება ავსტრიის გაზმომარაგების ქსელს. 18 მაისს დამტკიცდა პაკეტი, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას ჩამოერთვას რუსული კონცერნი გაზპრომისთვის წვდომის უფლება ჰეიდახში ზალცბურგის მახლობლად მდებარე გაზის საწყობზე.

Read More »

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს, რათა რუსეთის მხრიდან მიწოდების შეწყვეტის ან მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში ზედმეტად გაზრდილი ფასები თავიდან აიცილოს. ევროკომისია ენერგეტიკულ ბაზარზე ინტერვენციის ზომებს ადგენს, რაც რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლების პაკეტის ნაწილი იქნება. Bloomberg News-ის მიხედვით, კომისია რეკომენდაციას გაუწევს საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, რათა ბლოკი მოემზადოს უფრო ფართო შეფერხებების ან რეგიონული საგანგებო სიტუაციისთვის. გაზის მიწოდების შესახებ შეშფოთება ევროპულ ენერგეტიკულ ...

Read More »

ევროკომისიას გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება სურს

ევროკომისია (EC) აპირებს დააწესოს გაზის ფასების ზედა ზღვარი რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Welt am Sonntag, მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამ ღონისძიების მიღებით, ევროკომისიას სურს დაიცვას ევროპელი მომხმარებლები გაზის მუდმივად მზარდი ფასებისგან. „ამ გამონაკლის გარემოებებში, ევროკავშირის წევრებს უნდა მიეცეთ უფლება დაარეგულირონ სამომხმარებლო ფასები სახელმწიფო დონეზე გარდამავალ პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში. როგორც გამოცემა წერს, გაზის ...

Read More »

„რუსულ გაზზე სრული ემბარგოს დაწესებისთვის მზად არ ვართ“

„გერმანია ჯერჯერობით რუსული ენერგორესურსების სრულ ემბარგოს ვერ დათანხმდება“, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით, სრული ემბარგოს დაწესება არ შეგვიძლია, გაზის ტერმინალები და საცავი 40%-ით გავავსეთ, ეს საკმარისი იქნება ზაფხულისთვის, მაგრამ მომავალში მთლიანად უნდა დავძლიოთ რუსეთზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, რომ საშემოდგომოდ რუსულ გაზზე მთლიანად უარი ვთქვათ. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი რუსეთს გაზსაცავის კონფისკაციით ემუქრება

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა კრემლს ე.წ. “გაზის ულტიმატუმი” წაუყენა. “თუ რუსული “Газпром”-ი არ შეავსებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს გაზსაცავს  (Haidach-ი ზალცბურგში) ან ჩვენ მის კონფისკაციას მოვახდენთ სხვა მომწოდებლებისთვის,” – აცხადებს ის. ამასთან, მან განმარტა, რომ არ არის ობიექტებისა და საწარმოების ნაციონალიზაციის მომხრე, თუმცა ავსტრიელი კანონმდებლები აუცილებლად მოამზადებენ შესაბამის მექანიზმებს რათა მთავრობას შეეძლოს პირდაპირ ჩაერთოს იქ სადაც აიცილებელია. Haidach-ს 2,4 მილიარდ კუბომეტრ ...

Read More »

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და ...

Read More »

ფინეთში აცხადებენ, რომ მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთი მზადაა, გაუმკლავდეს იმ შემთხვევას, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის საგანგებო მზადყოფნის კომიტეტმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ფინეთი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერების შემთხვევაში“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. მანამდე, ფინურმა მედიამ გაავრცელა ცნობები იმაზე, რომ ფინელი პოლიტიკოსები ინფორმირებული იყვნენ რუსეთიდან გაზის ექსპორტის სავარაუდო შეწყვეტის თაობაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა განაცხადა, რომ ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას გაზმომარაგებას შეუწყვეტს

რუსეთი „იამალის“ მილსადენით ევროპას შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რადგან ევროპის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს პოლონეთის მონაკვეთის ოპერატორ კომპანიას. ამით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების კიდევ ერთი გზა დაიკეტა. ფასები კი ყოველკვირეულად იზრდება. 2 კვირის წინ რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთსა და ბულგარეთს. ახლა ორივე ქვეყანა ალტერნატიული წყაროების მოძიებას ცდილობს. გერმანია, რომელიც „იამალის“ მილსადენის გადაკეტვით დაზარლდა, მოსკოვის ქმედებებს გმობს. ვითარება სულ უფრო ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოდის გაზზე. მიუხედავად ამისა, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გაზის მიწოდებამ შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მსხვილ საწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება ...

Read More »