ბუნებრივი აირი

ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით

რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია. წყარო: europetime.eu

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო, რადგან ამ დონემდე მიღწევას 1-ლი სექტემბრისთვის გეგმავდა. ინფორმაციას DW გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანულ ოპერატორთა ასოციაცია INES-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. INES-ის თანახმად, საცავების შევსება ზაფხულში გაზის მოხმარების შემცირებისა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ლურჯი საწვავის იმპორტის გაზრდის შედეგად დაჩქარდა. ევროკავშირის რეგულაცია ადგენს, რომ გერმანიის საცავები 1-ელ ოქტომბრამდე, მინიმუმ, 85%-ით, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის, მინიმუმ, 95%-ით ...

Read More »

გერმანიაში, გაზის ეკონომიის მიზნით, საზოგადოებრივ შენობებს 19 გრადუსამდე გაათბობენ, განიხილება აგრეთვე ბიტკოინის ფერმების ნარჩენი სითბოს გამოყენების იდეა

ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის საკითხს შეეხო. ეკონომიკის ფედრალურ მინისტრ რობერტ ჰაბეკის თქმით, საზოგადოებრივი შენობები მაქსიმუმ 19 გრადუსამდე უნდა გათბეს, შენობა-ნაგებობები, კორპუსები, ძეგლები და სარეკლამო სისტემები ღამით აღარ უნდა იყოს განათებული. ეკონომიკის სამინისტრო ფედერალური მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დამატებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს. გერმანიის ქალაქების ასოციაციის მიერ ენერგიის დაზოგვის შესახებ წინადადადებათა შორის საცურაო აუზებში ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

უნგრეთში რუსეთიდან გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ უნგრეთში გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო, – წერს უკრაინული მედია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობით, მოსკოვთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც „გაზპრომმა“ დაიწყო გაზის ამ დრომდე განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტის მიწოდება“, – წერს Ukrinform-ი. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, „უნგრეთის მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაზის უსაფრთხო მიწოდება“.

Read More »

უკრაინული მედია: სახელმწიფო გაზის კომპანიას დაევალა, რეზერვების შესაქმნელად, შიდა წარმოების გაზიც შეიძინოს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“ დაავალა, ოქტომბრამდე, ბუნებრივი აირის რეზერვები შექმნას. კომპანიას ევალება, მარაგი შიდა წარმოების გაზითაც შეავსოს, – ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს. „დოკუმენტს ცვლილება შეაქვს კომპანიის მფლობელობის პოლიტიკაში. მან უნდა უზრუნველყოს 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ხელმისაწვდომობა მიწისქვეშა საწყობებში, „მათ შორის, უკრაინაში წარმოებული ბუნებრივი აირის შეძენით“, – წერს Ukrinform-ი. 8 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის მიწისქვეშა გაზის საწყობებში ...

Read More »

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს – გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ეს იქნება ნავთობის გატარებიდან და ასევე რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავალი. „როგორ შეიძლება ყაზახური ნავთობი მოხვდეს საქართველოს გავლით ნავთობსადენში ან რკინიგზაზე? პირველი ვარიანტია, რომ ყაზახეთი ბაქოში ...

Read More »

“ევროკავშირმა გააცნობიერა სამხრეთ დერეფნის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადების აუცილებლობა”

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც 6 თვეზე მეტია გრძელდება, აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების ეტაპობრივ შეწყვეტას. აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის დასავლეთის ენერგეტიკულ მდგრადობასა და სტაბილურობას, რის გამოც ის ცდილობს მოძებნოს გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი, ...

Read More »

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8 347 035 ლარს. გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...

Read More »

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით – ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, ...

Read More »