ბუნებრივი აირი

„მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ დავალიანება დაფარა

ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების მიღების შემდეგ, გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ მიმდინარე დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულის შესახებ მოლდოვური კომპანიის პრესსამსახური იუწყება. “სს „მოლდოვაგაზმა“ 2022 წლის იანვრის პირველ ნახევარში მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური სრულად გადაუხადა სს “გაზპრომს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის თანხამ 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ეს არის 63 მილიონი აშშ დოლარის ბოლო ...

Read More »
სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტის საფრთხის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

ოლდოვას პარლამენტმა, ქვეყანაში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, იანვრის თვის დავალიანების გამო, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომის“ მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე გახდა. „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ დავალიანების გადაუხდელობის გამო რესპუბლიკას ბუნებრივი აირის მიწოდება 21 იანვრიდან შეუწყდება. მოლდოვის ხელისუფლებამ კომპანია „გაზპრომს“ იანვრის თვის გადასახადის გადავადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ანდრეი სპინუს ინფორმაციით, რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

ფორსმაჟორის გამო ირანიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა

ირანმა თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იანვრის ბოლომდე შეაჩერა ფორსმაჟორის გამო, აღნიშნულის შესახებ თურქულმა გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა Botas-მა განაცხადა. ირანის გაზის ეროვნულმა კომპანიამ თურქ პარტნიორებს აცნობა, რომ 20 იანვრიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება ათი დღის განმავლობაში არ განხორციელდება. როგორც თურქეთში აღნიშნეს, 17 იანვარს გაზის მიწოდება დღიური  მოცულობის (კონტრაქტის თანახმად) 1/3-მდე შემცირდა.

Read More »

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო ვითარების შემოღება სთხოვა “გაზპრომის” ვალის გამო

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, საგანგებო ვითარება შემოიღოს ენერგეტიკის სექტორში. ეს გაკეთდება კრიზისის გამო, რომლის მიზეზია რუსეთის კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე სახელმწიფოს დავალიანება. მანამდე „გაზპრომმა“ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 860 აშშ დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 6,3%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 900 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 860 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება. როგორც ირაკლი დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. „დათვალიერება მოხდა „თბილისი ენერჯის“ მიერ და დათვალიერების შედეგად შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილზე ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის. თუ რა მოხდა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს და გეტყვით მოგვიანებით“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ. ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება ...

Read More »

თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.

Read More »

ავარიული შემთხვევის გამო, ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზმომარაგება გვიან ღამით შეწყდა. „სოკარგაზის“ ფილიალის მმართველის, თემურ ხვინგიას ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შეექმნა. თემურ ხვინგიას ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება. კომპანიის ცნობით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

Read More »

ყაზახეთში თხევადი გაზის რეალიზაციის ახალი მექანიზმი დაინერგა

თხევადი გაზი (LPG) ყაზახეთში ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გაიყიდება და არა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის (ETP) მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული მრეწველობის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ გაავრცელა. „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თხევადი გაზის გაყიდვის შესახებ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გვერდის ავლით, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების განაცხადების საფუძველზე, შიდა ბაზარზე LPG-ს მიწოდების გეგმის მეშვეობით. ცვლილებები შევიდა თხევადი აირის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 1000 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 7%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 950 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან ...

Read More »