ბუნებრივი აირი

პოლიტიკურ იარაღად გამოყენებული გაზი – ბულგარეთი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს

მას შემდეგ რაც ორმა ქვეყანამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა რუბლებში რუსული გაზის შეძენის შესახებ უარი განაცხადეს, რუსულმა მხარემ მათ ბუნებრივი აირის მიწოდება მყისიერად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, მას უკვე სრულად გადაიხადა აპრილში, გაზის მიწოდების საფასური, ბულგარეთი რუსეთს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს. „ამჟამად ბუნებრივი აირი მიმდინარე ომში კიდევ უფრო მეტად გამოიყენება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი“, – განაცხადა ბულგარეთის ...

Read More »

პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის შეწყვეტაზე: “ჩვენ ამას გავუმკლავდებით”

რუ­სულ­მა “გა­ზპ­რომ­მა“ უარი უთხრა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა­ზე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის” სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა კი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან პო­ლო­ნეთს რუ­სუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ასე­ვე დღეს­ვე უნდა შე­ე­წყვი­ტათ მათ ბულ­გა­რე­თის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა. ორი­ვე ქვეყ­ნის (პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის გადაწყვეტილებას გაზით შანტაჟს უწოდებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, შანტაჟის ინსტრუმენტია. მისი თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია და მიუთითებს რუსეთის, როგორც ბუნებრივი აირით მომმარაგებლის არასანდოობაზე. ​ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და მთელს ბლოკში შეინარჩუნოს მარაგის ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი.

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა უკვე დაადასტურა, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება. ასევე, ანალოგიური შეტყობინება მიიღო ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-მაც. ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეეზღუდება. ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გაზის კომპანიებთან ერთად უკვე ...

Read More »

„როიტერი“: რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია PGNIG SA-ში, რომელიც გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

პოლონეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის

პოლონეთი არ აპირებს რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადოს. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელმა, პეტრ ნაიმსკიმ განაცხადა. „თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ ნებისმიერ დროს უარს ვიტყვით რუსულ გაზზე“,- განაცხადა ნაიმსკიმ. მან დაამატა, რომ განიხილება ნებისმიერი შესაძლო რისკები, თუმცა პოლონეთი ამისთვის მზად არის. ნაიმსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, პოლონეთი მოქმედებისთვისაც მზად არის. 25 აპრილს, პოლონური ...

Read More »

უკრაინა უახლოეს წლებში გაზის ექსპორტიორი გახდება – დენის შმიგალი

„უკრაინა უახლოეს წლებში ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის მოხმარების შემცირების გამო, უკრაინას თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ საკუთარი წარმოებითვე შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გაზის მწარმოებელ კომპანიებთან პროდუქციის გაზიარების 11 ხელშეკრულება გაუფორმა. „ერთ-ერთი მათგანი რეალიზების პროცესშია და რომლის დამატებითი წარმოებაც უკვე მიმდინარეობს… დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა უახლოეს წლებში გახდება ბუნებრივი აირის ...

Read More »

ევროკავშირს ნავთობზე მეტად რუსულ გაზზე უარის თქმა გაუჭირდება

მკაცრი სანქციების პაკეტიდან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნება, ბუნებრივ გაზზე უარის თქმა კი რთული. ინფორმაციას ამის შესახებ ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით Business insider ავრცელებს. ევროკავშირმა გასულ წელს რუსული ენერგორესურსების შესყიდვაში $108 მლრდ გადაიხადა. რადიკალური ცვლილებების გარეშე, ფასების მკვეთრი მატების ფონზე წელს ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ევროპაში აღიარებენ, რომ რა სახის ფინანსური დახმარებაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას გაუწიეს ...

Read More »

გერმანია მცურავი LNG-ტერმინალების იჯარით ასაღებად €3 მილიარდს გამოყოფს

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტისთვის მცურავი ტერმინალების იჯარით ასაღებად თითქმის €3 მილიარდს დახარჯავს. ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად სწორედ თხევად ბუნებრივ აირს განიხილავს. თხევადი გაზის იმპორტს გემების საშუალებით დაახლოებით ოცი ქვეყანა ახორციელებს. წამყვან მომწოდებლებს შორის ავსტრალია, კატარი და შეერთებული შტატები არიან. თხევად მდგომარეობაში, ნაკლები სივრცის დასაკავებლად, LNG ჩამოსვლისას ...

Read More »