ბუნებრივი აირი

Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს

Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ჰაკერული დაჯგუფების ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, გატეხილია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაც. ზემოთხსენებულთან ერთად, ჰაკერულმა დაჯგუფებამ ბელარუსში მდებარე ბანკებიც დაჰაკა. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ Anonymous-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა. ამასთან, Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა. “შაბათს ანონიმუსის ჰაკერთა ჯგუფმა ...

Read More »

რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება! უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსლში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ვლადიმერ ზელენსკის ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, პუტინის რეჟიმი სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში იქნება!რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება!დაე, პუტინი ამოიხრჩოს მათში!არ მოხდება ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯო მასალების მიწოდება!ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა აეკრძალა ომის დასრულებამდე ან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე!“

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროკავშირი შემდეგ ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს

ევროკავშირს შეუძლია შემდეგ ზამთარს რუსული გაზის იმპორტის გარეშე შეხვდეს, თანაც ისე, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკური ზარალი – აჩვენებს ბელგიური ორგანიზაციის, Bruegel-ის კვლევა. 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოთხოვნის 10-15%-იანი შეკვეცა მოუწევს, თუკი რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ევროპისთვის რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანაა. კვლევის თანახმადვე, თუ რუსული ნავთობგიგანტი Gazprom, რომლის აქციებზე ფასი ამ დროისთვის მკვეთრად ...

Read More »

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 36,4%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 36,4%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 450 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 454 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა ...

Read More »

რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს – თემურ გოჩიტაშვილის განმარტება

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი განმარტავს, რა მოხდება თუ რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ექსპერტი დასაწყისშივე დასძენს, რომ ევროპა ისედაც გეგმავს წიაღისეულის სათბობის შემცირებას ენერგეტიკულ ბალანსში, რადგან ისინი განახლებად ენერგიაზე გადადიან, თუმცა ეს დროის ამბავია. „ბოლო წლებში რუსეთის წილი ევროპის გაზმომარაგებაში 35%-დან 40%-მდე იყო. წინა წელს, როცა მან შეწყვიტა სავაჭრო პლატფორმებზე გაზის მიწოდება, მხოლოდ კონრტაქტებით აწვდიდა, ეს ჩამოვიდა 17%-მდე. 2022 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 27%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში მკვეთრად, თითქმის 27%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 320 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში, გუშინ, გაზის ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

რუსეთს მეტად სჭირდება ევროპის ფული, ვიდრე ევროპას რუსული გაზი

ენერგეტიკულ ბაზრებზე მოწინააღმდეგის შესახებ გადამეტებული წარმოდგენა კარგად იშვიათად სრულდება. როდესაც “ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის” (OPEC) არაბმა წევრებმა 1973 წლის ოქტომბრის ომის შედეგად ნავთობზე ემბარგო გამოაცხადეს, იმპორტიორმა ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობსაბადოებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე ზრუნვა დაიწყეს, რამაც საბოლოო ჯამში ნავთობის მოხმარების ყველაზე მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეს ფაქტი რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შეეცდება ენერგიის მიმწოდებლის პოზიცია გამოიყენოს, როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტი. ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 389,7 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

რუსული გაზის წილი საქართველოში გაორმაგდა

Gazprom-ი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წლე­ბის წინ დაკარგული პოზიციების აღდგენით არის დაკავებული. 2021 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 108%-ით გაიზარდა და მან 77 მილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი მკვეთრი მატება რუსული გაზის იმპორტში არცერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამავდროულად, შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან. გასულ წელს საქართველოში სულ 256 მილიონი დოლარის ღირებულების აზერბაიჯანული გაზი შემოვიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 2.4%-ით ნაკლები იყო. იყო თუ ...

Read More »

გაზი, ნედლეული, მეტალები – რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის

იმ ფონზე, როცა რუსულ არმიას უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიაქვს, ნედლეულით მოვაჭრეები გლობალურად შფოთავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც ევროპისთვის გაზის, მარცვლეულის და მეტალის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვმა დაადასტურა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის სამხედრო ობიექტებია და უკრაინაზე იერიში ხუთი რეგიონიდან მიიტანა, მათ შორის არის სამხრეთით ყირიმიდან და ჩრდილოეთით ბელარუსიდან. დონეცკის რეგიონში მდებარეობს პორტი, რომელიც მარცვლეულის და მეტალის მარაგების გადაზიდვას ემსახურება. რუსეთის საზღვრიდან ...

Read More »