ბუნებრივი აირი

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებლის ქსელზე მიერთება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებელი დაასაჩუქრა. მემილიონე ოჯახი, რომელიც სქართველოში ბუნებრივ აირს მოიხმარს, აჭარის რეგიონის, სოფელ ხუცუბანის მკვიდრი მახარაძეები არიან. საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. ...

Read More »
TANAP-ის პროექტის რუსეთ-თურქეთის გაზსადენით ჩანაცვლება საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება

TANAP-ის პროექტის რუსეთ-თურქეთის გაზსადენით ჩანაცვლება საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება

საქართველოს არამხოლოდ ირანული გაზის მოხმარების, არამედ მისი ტრანზიტორის ფუნქციაც შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი ქართული კომპანია, ქვეყანაში ირანული გაზის შემოტანას აპირებს, რომლის საცდელი მოცულობაც 40 მილიონი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განხილვის საგნად იქცა, თუ როგორია საქართველოში ირანული გაზის შემოტანის პერსპექტივა, რა როლი შეუძლია ითამაშოს კომერციულმა სექტორმა ამ კუთხით, რა შესაძლო საფრთხეებს შეიცავს რეგიონისთვის თურქეთ-რუსეთის შესაძლო გარიგება ე.წ. რუსულ-თურქული ნაკადის ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია, თუმცა დამატებითი კვლევებია საჭიროა ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრების ოპტიმიზაციის მიზნით. კვლევებს ფრანგული კომპანია “ჯეოსტოკი” ჩაატარებს და მისი ხანგრძლივობა საშუალოდ 18 თვე იქნება. “ფრანგული კომპანია საინჟინრო მომსახურების სახით გაგვიწევს კონსულტაციას. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და 15 აგვისტოდან უშუალოდ ...

Read More »
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

ჩვენს ქვეყანაში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანია ცნობილი: შპს „აირბალონი“ და შპს „გაზინჟინერი“. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ისიც ცნობილია, რომ მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. დღეს საქართველოში არავინ უარყოფს, რომ ტექდათვალიერების შემოღება ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მაგისტრალური გაზსადენების დაზიანებულ უბნებზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, USAID-ის დახმარებით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს ჯვრის მონასტერთან ახლოს გამავალი ყაზახ-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მეწყერულ ზონაში გამავალი მონაკვეთის გადალაგების სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. დღეისათვის წარმატებით დასრულდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, შირის ხევის მონაკვეთის ანტიეროზიული სამუშაოები; „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სტაბილური ...

Read More »
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. როგორც guardian.ge –ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე წელს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ორგანიზებით, ქვედა სამებაში, ბობოყვათში, დაგვში, ქვედა დაგვსა და ხუცუბანი-ნაკაიძეებში გაზის დაქსელვა მოხდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება ...

Read More »
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი  იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც ...

Read More »
“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

“ფრონტერა” საქართველოში ბუნებრივი აირის მარაგების შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

ხელისუფლების გულგრილობა თუ “ფრონტერას” მორიგი აფიორა ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერა”, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში აწარმოებს ბუნებრივი აირის მოპოვებით და საკვლევ-საძიებო სამუშაოებს, მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის პოზიციით, რომელიც მათ ვაშინგტონში კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების ათვისებით. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, სტივ ნიკანდროსმა საქარტველოს ენერგეტიკის სამინისტროში კორუფციის რისკებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით შავი ზღვის ...

Read More »
გაზპრომისა და გასკოს ხელშეკრულება აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ექსპორტზე არ იმოქმედებს.

გაზპრომისა და გასკოს ხელშეკრულება აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ექსპორტზე არ იმოქმედებს.

ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა მამედოვის განცხადებით, ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს სოკარის მიწოდებაზე საქართველოში, რადგანაც მოქმედი ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2030 წლამდეა, კონკრეტული მოცულობების მითითებით. კომპანია SOCAR-ი ახორციელებს აზერბაიჯანში მოპოვებული გაზის ექსპორტს საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო, აზერბაიჯანიდან შაჰ_დენიზის საბადოში წარმოებულ გაზსაც იღებს. შაჰ_დენიზის საბადოს ტექნიკური ოპერატორი არის კომპანია BP. ენეგოპლატფორმა

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს. კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.

Read More »