ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა. ნორვეგიის სერტიფიკაციის და კლასიფიკაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამუშავებისთვის საჭირო სერტიფიკატის გაცემის პროცესი ამერიკული სანქციების გამო შეწყდა. აშშ-ის სანქციები, რომელიც პირველ იანვარს, აშშ-ის კონგრესში თავდაცვის ბიუჯეტის მიღებით ამოქმედდა, ფაქტობრივად უკრძალავს უცხოურ კომპანიებს მილსადენისთვის შემოწმების, ინსპექტირების და სერტიფიკაციის სერვისების მიწოდებას. კომპანიებს 30 დღე ეძლევათ პროექტიდან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ემუქრებათ. ...
Read More »