ბუნებრივი აირი

"რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

“რუსთავის „აზოტს“ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ფუნქციონირებისთვის“

რუსთავის „აზოტი“ „სოკარს“ ტარიფის გადახედვას სთხოვს. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, რუსთავის „აზოტს“ ფუნქციონირებისთვის არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კალაძის ინფორმაციით, „სოკარის“ წარმომადგენლები „აზოტის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ და როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, ხელშეკურლება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაფორმდება. „როგორც ვიცი, „აზოტთან“ ჰქონდათ შეხვედრა კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელებს, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და ალბათ, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება იქნება „აზოტთანაც“ გაფორმებული და პრობლემა მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ. მისივე ...

Read More »
საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. “მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ...

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება “სოკართან” დღეს გააფორმდება

საქართველოსა და “სოკარს” შორის აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობის წამოღების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, შეთანხმებას ხელს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი მოაწერენ, რომელიც თბილისში იმყოფება. აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღებასთან დაკავშირებით ცვლილება მხარეებს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში შედის. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს პრემიერი გიორგი ...

Read More »
რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ ბაქოში გამართულ მინისტერიალს დაესწრო, სადაც შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო TANAP-ისა და TAP-ის პროექტებს, რომლებშიც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, გარდა ამისა, 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს ბუნებრივი აირის დამატებითი რაოდენობა შეღავათიან ფასად. შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის საბადო – ეს ყველაზე ...

Read More »
"რუსთავის აზოტი" მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

“რუსთავის აზოტი” მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

კომპანიას მუშაობა უკვე 1 თვეა შეჩერებული აქვს. მენეჯმენტი აცხადებს, რომ თუ “სოკარისგან” ბუნებრივ გაზზე უფრო დაბალ ტარიფს არ მიიღებენ, საწარმო მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს. რა ფასად აწვდის “სოკარი” გაზს საქართველოში გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელს  არ კონკრეტდება. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს კონფიდენციალურია, თუმცა ის გაცილებით მაღალია საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებულ ფასთან შედარებით. “თუ არ აღგვიდგება გაზის მოწოდება, მხოლოდ განახლებული კონკურენტუნარიანი ფასით, მაშინ საწარმო ვეღარ გააგრძელებს ...

Read More »
"ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი"

“ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი”

ევროკომისია აღიქვამს უკრაინას, როგორც საიმედო პარტნიორს და სურს, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. ” – რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა, რომ გაზის მიწოდების მარშრუტი უკრაინის გავლით უნდა იყოს შენარჩუნებული”,- განაცხადა შევჩოვიჩმა. “მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე, უკრაინამ ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ის არის სანდო სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ...

Read More »
Socar-ის პრეზიდენტი - Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

Socar-ის პრეზიდენტი – Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონი კუბური მეტრით. “ადრე “შაჰ დენიზიდან” საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძლებთ ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას ...

Read More »
აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას წელიწადში 500 მლნ კუბ. მეტრით გაუზრდის, – განუცხადა სააგენტო Trend-ს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევა. მისი თქმით, ამ დრომდე შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანი საქართველოს დაახლოებით, 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ახლა კი მოწოდებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. დამატებით 1,5 მლრდ კუბ. მეტრის მოწოდება შესაძლებელია მეორე გაზსადენით. მისი თქმით, ახლა უკვე არის შესაძლებლობა “შაჰ-დენიზის” კონსორციუმიდან დამატებით ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებლები

2014 წლის დაზუსტებული მონაცემებით, რუსული გაზის იმპორტზე ყველაზე სრულად (100%-ით) დამოკიდებული ქვეყნებია: უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ფინეთი და ლატვია. რუსული გაზის წილი მაღალია შემდეგ ქვეყნებში: ლიტვა (98%), ბულგარეთი (87%), სლოვენია (71%), ჩეხეთი (67%), საბერძნეთი (58%), პოლონეთი (48%), გერმანია (40%). რუსულ გაზს არ მოიხმარს შვედეთი, დანია, ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, შვეიცარია, ხორვატია, ესპანეთი და პორტუგალია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აქტიურად განიხილავს რუსული გაზის ამერიკული ...

Read More »
გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ. ზუსტი ...

Read More »