"ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი"

“ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი”

ევროკომისია აღიქვამს უკრაინას, როგორც საიმედო პარტნიორს და სურს, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა.

” – რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა, რომ გაზის მიწოდების მარშრუტი უკრაინის გავლით უნდა იყოს შენარჩუნებული”,- განაცხადა შევჩოვიჩმა.

“მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე, უკრაინამ ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ის არის სანდო სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ეს მარშრუტი შევინარჩუნოთ მომავალში”, – დასძინა მან.

მაროშ შევჩოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, არამედ რუსეთთანაც.

რუსულმა კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ იგი აპირებს უარი თქვას უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებაზე.

2015 წელს, “გაზპრომ ექსპორტმა” ევროპის ქვეყნებს 158,56 მილიარდი კუბ.მ გაზი მიაწოდა. აქედან, დაახლოებით 82%-ით მომარაგებულ იქნა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ხოლო 18%-ით ცენტრალური ევროპის ქვეყნები.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply