ელექტროენერგია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ერმილე ბედიას, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მინდელის, პოლიტკოვსკაიას და  ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ...

Read More »

დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე მისალოც განცხადებას აქვეყნებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ვულოცავ უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით თსუ-ს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მომავალ სტუდენტებს. 105 წელი ღირსშესანიშნავი თარიღია, რომელიც ბევრ ისტორიულ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს. 1918 წლიდან სწორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პირველმა ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი მაღალი ...

Read More »

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდასაჭერი მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ. კონფერენცია სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“ კომპანია ,,Invest In Network“-ის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ...

Read More »

დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის  (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. „საინტერესო და პროდუქტიული იყო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი და არსებული მდგომარეობა. დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საკმაოდ მოცულობითია. ...

Read More »

საქართველო, სემეკის ორგანიზებით, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს. 2026 წელს, ქ. თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქ. თბილისს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა ...

Read More »

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორი გაიგზავნება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა შესაბამის სამსახურებს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორის გაგზავნა დაავალა. ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული გენერატორები ქალაქში ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტანონ. როგორც შმიგალმა ტელერამარხზე დაწერა, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე დაავალა, მიმართონ თურქეთს მცურავი ელექტროსადგურებით დამატებითი მხარდაჭერის თხოვნით. ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, „უკრენერგოს“ ქვესადგურზე დღეს დილით მომხდარი ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. შმიგალის ცნობით, აღნიშნული ქვესადგური ...

Read More »

გადატვირთული მუშაობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გადატვირთულობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი ავრცელებს. სისტემის სრულ აღდგენას რამდენიმე კვირა დაჭირდება.

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, სართიჭალის, ფაღავას, ხერხეულიძის და იზაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

ელექტრომობილების რაოდენობით თბილისი ამიერკავკასიაში ლიდერია

საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთის დედაქალაქებმა 100 000 მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობით მოსკოვს გაუსწრეს. ამის შესახებ რუსულ საკონსულტაციო კომპანია Kept-ის კვლევაში „ჭკვიანი ქალაქების რეიტინგი დსთ-სა და ამიერკავკასიაში“ არის აღნიშნული. გამოცემის თანახმად, თბილისი დსთ-სა და ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ლიდერი გახდა 100 ათას მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით – 114 ელექტრომობილი. პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენი ქალაქები (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) საქართველოს დედაქალაქს ბევრად ჩამორჩებიან. მინსკი თბილისის შემდეგ ...

Read More »

ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარს აწესებენ

ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები აწესებენ რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარს. ამის შესახებ Twitter-ზე 3 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 5 თებერვალს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა ამოქმედდება. “დიდ შვიდეულთან ერთად, ჩვენ დავაწესეთ ფასების ლიმიტები ამ პროდუქტებზე, შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები და უზრუნველვყოფთ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას.” – თქვა მან. მანამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შვედეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ...

Read More »