ელექტროენერგია

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვებს აღადგენს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შესაძლოა კვლავ დაწესდეს შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ განაცხადეს. ცნობილია, რომ შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები Psou-220 მაღალი ძაბვის ხაზზე გაზრდილი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, არ იქნება წინასწარ განსაზღვრული გამორთვის გრაფიკი,-წერს Apsnypress. ჩერნომორენერგოს ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 15%-ზე მეტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

Read More »
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ – ჩვენი კომპანიის სახელით ყალბი სარეკლამო შეთავაზება ვრცელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მათი კომპანიის სახელით ყალბი სარეკლამო შეთავაზება ვრცელდება. კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შეთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე. „სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით  ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, თხინვალის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რა პრინციპით მოხდება სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ. „სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს, 75 მლნ დოლარზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს, 75 მლნ დოლარზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”. „კერძოდ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, ...

Read More »

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $160 მილიარდის ფარგლებშია. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებთან ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება

2023 წელს საქართველოს ხელისუფლება წყალტუბო-ახალციხე-თორთომის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას გეგმავს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა. საბიუჯეტო პროგნოზებით, პირველ ეტაპზე, 2023 წელს იგეგმება 500 კვ ძაბვის  წყალტუბო-ახალციხის 103 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. მეორე ეტაპი გულისხმობს  400 კვ ძაბვის  34 კმ-იანი „ახალციხე-თორთომის“  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. სამუშაოებს ინდური სამშენებლო კომპანია ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9 იანვარს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის, ...

Read More »

ხულოში დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია 7 სოფელს არ მიეწოდება

ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა, – პრობლემაა, შიდა სასოფლო გზებზე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ამ დროისთვის 7 სოფელს არ მიეწოდება.

Read More »

ყინვების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა

უკრაინის ელექტროქსელების ოპერატორმა „უკრენერჰომ“ შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მან მიზეზად დაასახელა უახლოეს დღეებში მკვეთრი აცივება. „უკრენერჰოს“ 6 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ყოველდღე 8:00-დან 23:00-მდე. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების გადაჭარბება საავარიო გათიშვას გამოიწვევს. განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა უკრაინაში გრძელდება ელექტრომომარაგების დაგეგმილი და საავარიო გათიშვა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე. რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ...

Read More »