ელექტროენერგია

GWP-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა

სემეკმა GWP-ის, კერძოდ ჟინვალჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის 0,544 თეთრით გაზარდა. აქამდე მოქმედი ტარიფი შეადგენდა 2,177 თეთრს კილოვატ/საათზე. მომავალი 3 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2.721 თეთრით განისაზღვრა. გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

Read More »

თურნავა – თუ ტარიფების კორექტირება არ მოხდება, შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს

ჩვენ ვიცით, რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის წინა ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა, მომდევნო 3 წელიწადში კი ბევრი რამ მოხდა. „სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ...

Read More »

“ენერგო პროს” აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით გაძვირდა

სემეკმა დღეს “ენერგო პროს” სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის დადგენილებით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.494 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება:  1) თვეში 0-101 კილოვატი – 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 2) თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 3) თვეში 301+ კილოვატი – ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 – 90 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 – 90 მილიონი ლარი დაუჯდება. საყოფაცხოვრებო სექტორში 1 აბონენტი საშუალოდ 120 კვ/სთ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, სუბსიდირება ...

Read More »

სემეკის პროექტით, “თელასის” აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით ძვირდება

სემეკმა დღეს თელასის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის მიერ წარდგენილი პროექტით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.498 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება: 1) თვეში 0-101 კილოვატი – 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;2) თვეში 101-301 კილოვატი – 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;3) თვეში 301+ კილოვატი ...

Read More »

გიორგი აბულაშვილი: ენერგომომარაგებაზე ადეკვატური ტარიფის დადგენა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი აბულაშვილის აზრით, ტარიფის ზრდა გარდაუვალია. „ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ხოლო ადგილობრივი გამომუშავების ზრდა ვერ ეწევა ამ ტემპს. ამდენად, ტარიფის გაზრდა არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ გარდაუვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ელექტროენერგეტიკის სისტემის დეგრადაცია, რაც 90–იან წლებში გამოვიარეთ. საქართველოს ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე იზრდება, რაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის უპირობო საფუძველია“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი. მისივე თქმით, თუ რამდენით უნდა ...

Read More »

სალომე ვარდიაშვილი: ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის ყველა წინაპირობა არსებობს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილის განცხადებით,საქართველოში დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის. „დაზუსტებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სატარიფო განაკვეთის გაზრდის წინაპირობები არის. ასეთია ჩემი პროგნოზიც, რომ ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. თუმცა, ველოდებით სემეკის საჯარო სხდომას, რომელიც, ტრადიციულად, ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება თვალი ადევნოს, მოუსმინოს და ჩაერთოს პროცესში“, – ამბობს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილის პროგნოზით, ტარიფის ზრდის მოცულობა განსხვავებული იქნება სამომხმარებლო ...

Read More »

მთავრობა საწარმოებს ელ. ენერგიის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის 50%-ს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში, კომპანიებს, რომლებიც პირველადი წარმოების პროდუქტს ქმნიან, ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ განცხადების პარალელურად სემეკში მიმდინარეობდა სხდომა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო 5 წლის ვადით უნდა განესაზღვრათ. სემეკის პროექტით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება. 110-35 კვ. – 27.370 თეთრი- ზრდა ...

Read More »
ნარმანია

ნარმანია: “სემეკი დენის ტარიფის დადგენისას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ელექტროენერგიის დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება, ამიტომ წლის ბოლომდე სემეკმა ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ხვალ იმსჯელებს. სანამ სემეკი კომპანიების არგუმენტებს მოისმენს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ აანონსებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. თავის მხრივ, მარეგულირებელი ჯერ კონკრეტულს ...

Read More »

გახარია: ელენერგიაზე ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს

სემეკმა ელექტროენერგიასა და წყალზე ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ტარიფები გაიზრდება. სწორედ ამიტომ მათ ძველი და გაზრდილი ტარიფების სხვაობის დასუბსიდირება გადაწყვიტეს. “ყველა ველოდებით, რომ ტარიფი გაიზრდება. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ ...

Read More »