ელექტროენერგია

გერმანია ენერგოკრიზისის ზღვარზე

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება

ომისა და სიცხის გამო, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მომავალი წლიდან გერმანიაში მეგავატ-საათის ელექტროენერგიის ღირებულება 477,5 ევრო იქნება. ეს შარშანდელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში დენის ტარიფი გერმანიაში თითქმის გაორმაგდა. ენერგორესურსებზე ფასების ზრდას იწვევს მზარდი შიში იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ ვერა ევროპა, ბუნებრივი აირის შეზღუდული მარაგით დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები ზამთრის პერიოდში. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. “თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის, ავთანდილ ღოღობერიძის, ლევან ღოღობერიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ...

Read More »

ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია

ელექტროენერგიის ფასებმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან გახანგრძლივებულმა სიცხემ ელექტროენერგიის ბაზრებზე ზეწოლა მოახდინა. წერს  Financial Times. გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, ევროპაში რესურსების დეფიციტია. გერმანიაში ელექტროენერგ 5%-ით გაიარდა და მეგავატსთ-ზე 452,50 ევროს მიაღწია, გასული წლის ფასსზე 5-ჯერ მეტია. მსგავსი კონტრაქტი საფრანგეთში 4%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად მეგავატსთ-ზე 600 ევროს გადააჭარბა. „ელექტროენერგიის ფასები დიდად არის დამოკიდებული გაზის ღირებულებაზე და იზრდება ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის მომსახურების ცენტრში დასაქმების პროგრამას განაგრძობს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთაში დასაქმების პროგრამას განაგრძობს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამოცხადებული პროექტი შერჩეული პესონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს. „პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგაც მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს. რაც შეეხება თავად ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპს, ნარმანიას განმარტებით, პირველ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე მსხვილი 22 კომპანია გავა, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი კი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება. „ახალი ბაზარი ეს არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ...

Read More »

შვედეთი ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო ექსპორტიორი გახდა. ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება. ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა. ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია ...

Read More »

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება, რომელშიც 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მომხმარებლები და მიმწოდებლები თავად ივაჭრებენ ელექტროენერგიის ფასზე და არ იქნებიან დამოკიდებული ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა საშუალებას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა უფრო იაფი გადაიხადონ. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება. „თუ ადრე მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო პრო ჯორჯიადან“ ყიდულობდნენ ენერგიას, ბაზრის ...

Read More »

დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი ხდება რუსეთიდან. „ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის და ძმები კიკნაველიძეების ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »