ელექტროენერგია

„კრიპტომაინერებს არანაირი კავშირი არ აქვთ ქსელის ავარიულ გათიშვებთან“

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ „ენგურჰესზე“ დატვირთვის ...

Read More »

1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

სემეკი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტარიფების შესაძლო ცვლილებას კატეგორიულად უარყოფს. “სემეკი ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ...

Read More »

ირინა მილორავა: “2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით”

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობის დადგენილებით ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, გადადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რამაც ბაზრის ლიბერალიზაციას და ელექტროენერგიაზე ფასების მაქსიმალურად საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, უკვე კარგა ხანია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ექსპერტთა დაკვირვების საგანია. „აიპრესმა“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას, რამდენიმე კითხვით მიმართა. – ქალბატონო ირინა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ აეკონომიკური ...

Read More »

“თუ დავინახავთ, რომ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ვიმსჯელებთ მის შემდგომ გადავადებაზეც”

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება. „საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას ...

Read More »

სემეკის ინიციატივით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომლებიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის  ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III, ...

Read More »

“ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები”

9 ივნისს, მასაჩუსეტსის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კომიტეტში მოსმენისას ბიტკოინი გააკრიტიკა. ”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები. კლიმატის კრიზისთან ბრძოლისთვის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის კრიპტოვალუტების აღკვეთა ”, – დაწერა უორენმა მოსმენის შემდეგ ტვიტერზე. ის არ არის პირველი, ვინც კრიპტოვალუტის ფერმებს აკრიტიკებს და მათ მეპატრონეებს გარემოს ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ...

Read More »

“ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება”

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს ...

Read More »
მასკი

ილონ მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ფასი გაიზარდა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ Tesla კრიპტოვალუტით ოპერაციებს განაახლებს, როდესაც მისი მოპოვება უფრო სუფთა ენერგიით მოხდება, ბიტკოინის ფასმა $39 000-ს გადააჭარბა. როგორც Tesla-ს დირექტორი წერს, ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ დაუშვებს ბიტკოინით ტრანზაქციებს “როდესაც მაინერების მიერ სუფთა ენერგიის გონივრული (~ 50%) გამოყენება დადასტურდება”.  

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების და რომანოზ ხომლელის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 ...

Read More »