ელექტროენერგია

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

ენერგეტიკის სფეროში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ

მთავრობა ენერგეტიკის დარგში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს იწყებს. პირველი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) აღმოჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა. წყარო ირწმუნება, რომ გუშინ, 15 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს უჩა უჩანეიშვილს გადადგომის შესახებ მთავრობიდან აცნობეს, თუმცა ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებენ. ,,გენერალური დირექტორი დღეს ოფიციალურად  სამსახურში იმყოფება. არ ვფლობთ არანაირ ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ არც ახლა ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 16 თებერვალს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

Intel კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ახალ, ენერგოეფექტურ ჩიპებს შექმნის

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Intel ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის დიდ ინვესტიციას გაიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიურ გიგანტს ახალი, ენერგოეფექტური ჩიპების შექმნა სურს, რომელთა მეშვეობითაც კრიპტოვალუტის მაინინგი იქნება შესაძლებელი. Intel პირველ კრიპტოზე ორიენტირებულ ჩიპს ბლოკჩეინის აქსელერატორად მოიხსენიებს. მათი წარმოება და გაყიდვაში ჩაშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ორმა კომპანიამ, GRIID Infrastructures and Block-მა და ჯეკ დორსის მფლობელობაში მყოფმა ფინტექ კომპანია Square-მა ჩიპები უკვე ...

Read More »

რუსეთის ცენტრალური ბანკი და მთავრობა ერთმანეთს კრიპტოს გამო უპირისპირდებიან

რუსეთის მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კრიპტოვალუტების ნაწილობრივ დაშვებას ცდილობს. პარალელურად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა უკანონო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილში, რომელიც 2 თებერვალს პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს მისწერა, აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ამჟამად ნაცრისფერ ეკონომიკაში მიმდინარე ოპერაციებს აღმოფხვრის და მთავრობას ინდუსტრიის კონტროლში დაეხმარება. მოგვიანებით მთავრობამ გამოაქვეყნა მონახაზი, თუ როგორ უნდა მოხდეს ბაზრის რეგულირება, ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელისა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინისა და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

E-SPACE ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს

ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელის მფლობელი E-Space ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს. კომპანია ამჟამად ელექტრონერგიას წუთობრივად ყიდის, რაც მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს. „ვაკუუმია კანონმდებლობაში. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ელექტროენერგიის კოლოვატებით გაყიდვა და წუთობრივად ვყიდით, რაც შეფერხებაა ჩვენთვის. მომხმარებელმა იცის მისი ავტომობილის ბატარეას რამდენი კილოვატი  ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას წუთობრივად ვუკეთებთ ანგარიშსწორებას, რაც დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. გვსურს, სახელმწიფომ მოგვცეს შესაძლებლობა კილოვატებით ...

Read More »

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაერთვება

სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. „ბოლო პერიოდი ვაკვირდები ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს დღს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიასა და აჩაბეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი: „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი. მისი თქმით, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. „კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც აუცილებელია შემოწმებისთვის. კომპანია ხელს ...

Read More »

სემეკი: ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში მომართეთ სემეკს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს. სემეკის ვებგვერდზე განთავსებულია ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს.  ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: https://gnerc.org/ge/telasi-telmiko. დამატებითი ინფორმაციის ...

Read More »