ელექტროენერგია

ჩეხეთში, რუსეთის საელჩოსთვის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გამორთვა სურთ

ჩეხეთში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთვის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიცია petice.com-ზე გამოქვეყნდა. პროექტმა Dárek pro Putina Twitter-ზე რუსეთის საელჩოს პრაღაში „საკუთარი სუპის დაგემოვნება“ შესთავაზა. „ჩვენ გვინდა, რომ ელექტროენერგია და წყალი მომწოდებლებმა პრაღაში ყველა შენობას გაუთიშონ, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. დაე, ისინიც გაიყინონ ისე, როგორც მაგალითად კიევის მოსახლეობა იყინება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

Read More »

თურქული კომპანია უკრაინას ელექტროენერგიით დაეხმარება – საუბარია მილიონამდე უკრაინული სახლის უზრუნველყოფაზე

თურქული ელექტროენერგეტიკული კომპანია Karpowership აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ელექტრო გემების გაგზავნის თაობაზე, რათა ქვეყანას ელექტროენერგია მიაწოდოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მძლავრი თავდასხმების ფონზე, იუწყება Nikkei Asia Karpowership-ის საბჭოს წევრზე დაყრდნობით. “300 მეგავატი, რომლის მიწოდება შესაძლებელია სამი გემით, შეუძლია ენერგიით უზრუნველყოს 1 მილიონამდე უკრაინული სახლი სრული სიმძლავრით. მათი დაკავშირება ადგილობრივ ელექტრო ქსელებთან 30 დღეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი. წყარო: ...

Read More »

იენს სტოლტენბერგი – დავეხმარებით უკრაინას გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების მინისტრებთან შეხვედრა ძალიან დროული და საჭიროა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. „ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში ...

Read More »

უკრაინელების იერიშის შედეგად, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კურსკის ოლქის რამდენიმე რაიონი

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუჯანსკის რაიონზე. სტაროვოიტმა წუხელ ტელეგრამზე დაწერა, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა ენერგომომარაგების ობიექტზე და ამის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სუჯანსკის და კორენევსკის რაიონების ნაწილი. კურსკის ოლქის დაცხრილვის შესახებ წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. ამ ცნობებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. ...

Read More »

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს სათბობი შეშის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

30 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის დასახლების IVა, IVბ კვარტლების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, რიკოთის, ხრესილის, ვარდისუბნის, ქერჩის, ნეკრისის, ტეხურას, ხვანჭკარის, იაკობის, გრემის, გომბორის, სკანდეს, მონასტრის, წყალსადენის, ავალიშვილის, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ზაჰესის ქუჩების ...

Read More »

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და  სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით,  საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, ...

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას მთავრობა ახალ ვადებს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების   მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, პურის მოედნის, გორგასლის, სადგურის, კალანდაძის, ნადიკვარის, ასათიანის, აბო თბილელის და ხანძთელის ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმაგანაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 ...

Read More »