ელექტროენერგია

მოქალაქეებს კომუნალურების სუბსიდიაზე უარის თქმა ელექტრონულად შეუძლიათ – ვადა დღეს იწურება

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19  – ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.მათი ცნობით, დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა დღესაა – 11 იანვარი. “ www.gnerc.org/ge/covid-19  პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს. ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების საქმიანობის განცალკევება 6 თვით გახანგრძლივდა

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება 6 თვით გახანგრძლივდა, – ეკონომიკის სამინისტრო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ეკონომიკის სამინისტროს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ...

Read More »

ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას ზაფხულიდან მოსახლეობას

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. აღნიშნული ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, როგორც ნარმანია აცხადებს, მოსახლეობა, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ. „გამომდინარე იქიდან რომ ...

Read More »

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პირველწყარო აფხაზეთში ელექტროენერეგიის გამანაწილებელი “სახელმწიფო” კომპანია Черноморэнерго-ა. მათი ცნობით, გაგრაში ხანძრის გამო ელექტროგადამცემი ხაზი ფსოუ – 220–ის ავარიულად გაითიშა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები ინციდენტის აღმოსაფხვრელად. რუსული მედიის ინფორმაციით, ფსოუ 220 ელექტროენერგიას სოხუმს და აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს აწვდის. ხანძარი აფხაზეთში, გაგრის რაიონში 4 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე მისი ჩაქრობა ვერ ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “მოსახლეობას ელექტროენერგიის გარეშე არავინ დატოვებს”

საქართველოს უმსხვილესმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შესაძლოა გაყოფის შემდეგ საკუთარი 1.2 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარი თქვას. ორგნიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი, მურმან მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სიტუაციის დრამაზიტება საჭირო არ არის და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე არავინ დატოვებს. “მოლაპარაკების პროცესია და არ მგონია ვინმემ დაუშვას, მოსახლეობა დენის გარეშე დარჩეს. ახლა საკითხი დგას ისე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება. თავად ...

Read More »

რუსეთი ცდილობს მონღოლეთში ჰესების ყველა პროექტი გაყინოს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ენერგეტიკასთან და კერძოდ ჰიდრო ენერგეტიკასთან ბრძოლამ წარმოაჩინა ზოგიერთი გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობები, რომ ეს ბრძოლა გადაიყვანონ თანდათანობით უფრო რადიკალურ, შეიძლება ითქვას ექსტრემისტულ ტაქტიკაზე (მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა პანკისში მცირე ჰესის პროტესტი და ლენტეხში ხელედულას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები). თავდაპირველად, როგორც მე, ასევე ალბათ ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დაიწყო მცდელობა ტრადიციული, ზომიერი გარემოს დამცველი ორგანიზაციიდან გარდაქმნილიყვნენ ...

Read More »

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მომხდარ ინციდენტს საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, სამწუხაროდ შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით. მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, ...

Read More »

შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, 6 თვის შემდეგ სწორედ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები იქნება და ელექტროენერგიის ახლახანს დადგენილი ტარიფების შემცირება ან გაზრდა დაგეგმილი არ ...

Read More »

“არ დავანგრიოთ ბიზნესი იმისთვის რომ მოსახლეობას იაფი ელენერგია ჰქონდეს”

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიდგომით ქვეყანა და ბიზნესი, უარესს შედეგს მიიღებს.  „სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ წყლის, დენის და გაზის ტარიფები გაიზარდა. ელექტროენერგია  გაძვირდა არაპროპორციულად. მცირედით კერძო მომხმარებლისთვის დ ბიზნესისთვის – დიდი დოზით. საწარმოებს, დაახლოებით 70%-ით გაუძვირდათ დენის გადასახადი, რაც არასამართლიანია. გამოდის, რომ კომპანიები ასუბსიდირებენ მოსახლეობას. ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 40 ათას დოლარს ასცდა

რიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად 40 ათას დოლარს გასცდა. ზრდამ 8,5% შეადგინა – იუწყება CoinDesk. ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი. მიმდინარე კვირის დასაწისში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 35 ათას დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ბიტკოინი – ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ...

Read More »