ელექტროენერგია

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში მოლდოვეთის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „მოლდელექტრიკა“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე სსე-ის მენეჯმენტმა მოლდოველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ მათ კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და განვითარების ათწლიან გეგმაზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე და გენერაციის ახალ წყაროებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია განვითარების ...

Read More »
„ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება

„ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეწვივნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები, დირექტორი -ენერგეტიკის მიმართულებით ირაკლი მენაბდის ხელმძღვანელობით. ფონდის წარმომადგენლებმა გამგებელთან და გამგეობის სამსახურის უფროსებთან ...

Read More »
კახა კალაძე ბაქოში გაემგზავრა

კახა კალაძე ბაქოში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გაემგზავრა. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისიტროში აცხადებენ, მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას, ასევე, ტანაპ-ისა და ტაპ-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს, დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად მიიღოს. მინისტერიალს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ...

Read More »
საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე, 27 ჰიდროელექტროსადგურია

საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე, 27 ჰიდროელექტროსადგურია

საქართველოში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე 27 ჰიდროელექტროსადგურია. მათი სავარაუდო ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 3,231 მილიარდი დოლარია, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 1,869 მგვტ-ი, სავარაუდო წლიური გამოშვება კი, 6,236 გვტ.სთ. ენერგეტიკის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 3 ჰესის გაშვებაა დაგეგმილი, – კინტრიშა ჰესის, ქართლის ქარის ელექტროსადგურისა და სკურდიდის ჰესების ამუშავება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ნენსკრას ელექტროსადგურია, რომლის საინვესტიციო ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

ნამახვან ჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები. ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის,“ სს „ნამახვანის“ და პროექტის ძრითადი დიზაინის ავტორის  – „Studio Ing. G Pietrangeli Srl”- წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების  განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის“ მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფელ ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის ...

Read More »
ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ექსპერტ, ვახტანგ მეგრელიშვილი თბილისის აბანოებისთვის წყლის გადასახადის არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ: „როდესაც სემეკ-ი ისე ადგენს ფასებს, როგორც თავად სურს, ვიღაცები ზარალდებიან“. „სემეკ-ი არის ძალიან არასწორი ორგანო. როდესაც სახელმწიფო ხელოვნურ ტარიფებს ადგენს, ყოველთვის იქნება პრობლემები. არ მჯერა, რომ ხელოვნური რეგულირებით და ფასების დადგენით, შესაძლებელია, ბაზარზე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. შეუძლებელია, გვყავდეს ორგანო, რომელმაც იცის ფასები. რა ღირებულების გადამხდელიც ...

Read More »
ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში  იანოშ ჰერმანმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსმა იანეს კოპაჩმა. დიალოგში ასევე, მონაწილეობენ პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა “INOGATE”-ისა და ...

Read More »
საქართველო 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს

საქართველო 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს

დღეისათვის, საქართველო ლიდერობს, განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 119 გენერაციის ობიექტით. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 7,678 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მოცემული 119 ენერგოპროექტიდან, უმეტესობა არის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. ამჟამად, ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1869 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავებით 6,236 მლრდ კვტ.სთ. ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ...

Read More »
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს

დღეს ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე  და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად როცა თვისი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარების პროცესში. ყველა სოციალური ...

Read More »
კახეთის რეგიონში ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში, ქვესადგურში ,,გურჯაანი-220“ ავტოტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი წარმატებით დასრულდა. ატ-1-ზე ჩატარდა კაპიტალური შეკეთების პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების სრული მოცულობა: ავტოტრანსფორმატორი შეიღება ახლად შეძენილი ორკომპონენტიანი საღებავით, ზეთის გადამამუშავებელი ახალი აგრეგატის “MICAFLUID” საშუალებით აღდგა ავტოტრანსფორმატორის ზეთის პარამეტრები. დამონტაჟდა 20 ერთეული თანამედროვე, დუ-125 ტიპის დისკური საკეტი, რის შედეგადაც ავტოტრანსფორმატორზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, ისეთების, როგორებიცაა: ზეთის ტურბოს აღდგენა, შეცვლა, რადიატორების შეკეთება და სილიკაგელის შეცვლა – ...

Read More »