ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს, ჩანდრაშექხარ დამლეს შეხვდა. შეხვედრაზე სტუმარმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგოპროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა საქართველოს მთავრობას და პირადად ფინანსთა მინისტრს, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ...
Read More »