ელექტროენერგია

ნამახვანჰესის გზშ-ს აუდიტს საერთაშორისო კომპანია RAMBOLL-ი განახორციელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ (Ramboll) განახორციელებს, – ინფორმაციას ინვესტორი კომპანია ENKA ავრცელებს. “რამბოლი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის – ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა ...

Read More »

Kraken-ის CEO: ბიტკოინმა, შესაძლოა, $1 მილიონს მიაღწიოს

კრიპტო ბირჟის ლიდერის Kraken-ის აღმასრულებელი დირქტორი, ჯესი პაუელი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ღირებულება მომავალ ათ წელში $1 მილიონს მიაღწევს.  როგორც პაუელი ამბობს, ბიტკოინის მომხრეების მოლოდინით,  ციფრული მონეტა საბოლოოდ ყველა ძირითადი ვალუტას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ბიტკოინმა, შესაძლოა, მომავალში დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების საბაზრო მოცულობასაც გადააჭარბოს. “დოლარი მხოლოდ 50 წლისაა და ის უკვე სისუსტის უკიდურეს ნიშნებს ავლენს. ვფიქრობ, მომავალში ხალხი ფასის დადგენას ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ქვეყანა წლიურად 600 მლნ დოლარს კარგავს – რატომ ებრძვიან ჰესების მშენებლობას საქართველოში?

რიონის ხეობაში 130 დღეზე მეტია რაც ნამახვანჰესის მშენებლობას კარვებში აპროტესტებენ. აქტივისტების განცხადებით მიწისძვრის შემთხვევაში კაშხალი ჩამოინგრევა და ქუთაისს 34 მეტრიანი ტალღა წალეკავს. ჰესის მოწინაარმდეგეებისთვის ასევე მიუღებელია ტყის დატბორვა და მიკროკლიმატის ცვლილება. მთავრობაში, სადაც საპირისპირო პოზიცია გააჩნიათ და ფიქრობენ, რომ ნამახვანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის. მხარეებმა ბოლო პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობა აღიარეს. სახელმწიფომ ჯერ ვებსივრცეში 17 გვერდიანი კითხვა-პასუხი განათავსა, შემდეგ რიონის ხეობაში, სადაც ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა დეტალურად არის შესწავლილი

წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „გზშ-ის ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ესკომ“ უნდა დაიწყოს რეალური მონაცემების გასაჯაროება

„უახლოეს პერსპექტივაში გარდაუვალია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ გვიხდება და კიდევ კარგა ხანს მოგვიხდება ელექტროენერგიის დეფიციტის იმპორტით დაბალანსება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ წლის რომელ სეზონზე, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში, ასევე უქმე დღეებში, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ვყიდულობთ დენს“, – ამის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ის მონაცემები, ...

Read More »

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სემეკის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მოისმინეს კომპანიების მოსაზრებები. ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების ...

Read More »

დავით მირცხულავა: უნდა მოვძებნოთ მდგრადი განვითარება ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის

დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება, – ამის შესახებ ენერგოსექტორის ექსპერტმა დავით მირცხულავამ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ. „გერმანიასა და დანიაში წყალქვეშა კაბელებით იღებენ ჰიდროენერგეტიკის ენერგიას ნორვეგიიდან და დღესაც შენდება იქ კაბელები. შვეიცარია მუდმივად მუშაობს ტენდენციებზე. ჰიდროაკუმულაცია შენდება იმიტომ, რომ ის სარეზერვო სიმძლავრე განავითაროს რაც ამ ტიპის გენერაციას სჭირდება მისცეს“, – ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: მყინვარების დნობაზე „ნამახვანი“ გავლენას არ მოახდენს

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება. „უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ ...

Read More »

სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა

სემეკმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება განახორციელა. კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ღონისძიების დასრულება, რომელიც საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ მოთხოვნების შესასრულებლად. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებას, წესს, ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ...

Read More »