ტრანსნაციონალური საავტომობილო კონცერნი Stellantis-ი Alfa Romeo და Lancia ბრენდის ქვეშ მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას აპირებს. ამის შესახებ სამშაბათს, ონლაინ პრეზენტაციის დროს Stellantis-ის თავკაცმა კარლოს ტრავარესმა განაცხადა. მისივე თქმით, 2026 წლიდან ავტომობილების ყველა ახალი მოდელი უნდა იყოს ელექტრო ძრავით. კარლოს ტრავარესმა კომპანიის ამ ხედავს „მასშტაბური ეკოლოგიური ტრანსფორმაცია“ უწოდა. Stellantis-ი 2021 წელს, იტალიურ-ამერიკული Fiat Chrysler Automobiles (FCA)-სა და ფრანგული Groupe PSA-ს შერწყმით შეიქმნა. ...
Read More »