ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

2022 წლის  17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.34 (-  2.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.53  ( – 2,88)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Shell-ი მექსიკის ყურესა და აშშ-ს შორის საკვანძო ნავთობსადენს დროებით ხურავს

ენერგოგიგანტი Shell-ი სექტემბერში აშშ-სა და მექსიკის ყურეს შორის მდებარე საკვანძო ნავთობსადების მუშაობას ორი კვრით აჩერებს.ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ნავთობსადენი ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებს.  Odyssey-ისა და Delta-ს ნავთობსადენები დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისთვის სექტემბრის დასაწყისში ორი კვირით დაიხურება. Odyssey-ის ნავთობსადენი მექსიკის აღმოსავლეთ ყურეში მდებარეობს და მისი სიმძლავრე დღეში 220 000 ბარელია. ის Delta-ს ნავთობსადენს უკავშირდება და ლუიზიანაში Shell Norco-ს გადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულს აწვდის.

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

საწვავი აგვისტოში, ძირითადად, მსხვილ ავტოგასამართ სადგურებში გაიაფდება

საქართველოში აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასი 20-30 თეთრით შემცირდება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დაპირება იმპორტიორებისგან მიიღო. პარალელურად ახალ მოკვლევას იწყებს კონკურენციის სააგენტო. ახლა საინტერესოა, ფასთა ცვლილება მხოლოდ დიდ ბენზინგასამართ სადგურებს შეეხება, თუ მცირე ქსელებსაც მოიცავს? საქართველოს მთავრობა საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება. ივლისსა და აგვისტოში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასის კლება მოხდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს. ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა, ამ თვეში უკვე მეორედ. ტანკერს, რომლის სახელწოდებაცაა Ise Princess 570 000 ბარელი ნავთობი გადააქვს. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია – საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. “2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში, აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა. „დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში. იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2022 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.10 (-  3.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89,41  ( – 2,68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება

ნავთობპროდუქტების იმპორტია ივლისში გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხი მასალებს, რომლის იმპორტიც ივლისში წინა თვის (ივნისი), ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატულობს. ასევე ზრდას აჩვენებს სანავთობო ბიტუმის იმპორტი. რაც შეეხებასაავიაციო ნავთის სეგმენტს, იქ იმპორტში მცირე კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება მაინც ინტენსიურია და ეს საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება, რისი ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე საგრძნობი მატება ...

Read More »
ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგია მთელი წელი საქართველოში დარჩება

ირაკლი ღარიბაშვილი – იმპორტიორები საწვავზე ფასის კიდევ დაკლებას შეგვპირდნენ, მაგრამ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება

მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ,  რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ის პირადად აკვირდება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმართა კონკურენციის ...

Read More »

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, რასაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ

2022 წლის  15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98,15 (-  1,45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,09  ( – 2,25)  დოლარი/ბარელზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 დოლარით ფასის შემცირება რუსეთს დღეში აკარგვინებს 8 ...

Read More »