ნავთობპროდუქტები

ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

საქართველოს რამდენად აქვს შანსი შუააზიური ნავთობის გამტარებელი ქვეყანა გახდეს

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CRC) განცხადებას, რომ ნავთობის მიწოდება ისევ შემცირდა, ქართველი ენერგეტიკოსები ეხმაურებიან. სპეციალისტები “ბიზნეს-რეზონანსთან” აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ახალი მილსადენის მსენებლობის საჭიროება არ არის, თუმცა თუკი სამომავლოდ მოთხოვნა გაიზრდება, ტეორიულად დასაშვებია ახალი მილსადენის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი საქართველოს გამტარუნარიანობა იზრდება და ეძლევა შესაძლებლობა, რომ არსებული მილადენები სრულად დაიტვირთოს. საუბარია ასევე საქართველოს რკინიგზის გადაზუიდვების სერიოზულ ზრდაზე, რაც საქართველოსთვის დიდი ფინანსური ...

Read More »

კონკურენციის სააგენტოს კვლევით გაჩენილ კითხვებს პასუხობს

საქართველოს ბენზინგასამართი სადგურების ერთ-ერთი მსხვილი ქსელი, “რომპეტროლი”, კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგად გაჩენილ კითხვებს რადიო თავისუფლებასთან პასუხობს. სააგენტოს ბოლო კვლევის მიხედვით, ეს ის კომპანიაა, რომელიც რუმინეთიდან საქართველოში შემოტანილ იაფად ნაყიდ საწვავს კონკურენტებზე დაბალ ფასად ყიდის, საკუთარ ქსელში, ბენზინგასამართ სადგურებში კი ძვირად შეძენილი საწვავი გააქვს გასაყიდად. კომპანია აცხადებს, რომ საცალო ბაზარზე თავის კონკურენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს – ისინი საწვავს წინასწარი შეკვეთით ყიდულობენ ...

Read More »

„როიტერი“ – თურქეთმა მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა

თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიური გახდა გაზაფხულის შემდეგ. ამასთან, მედიის ცნობით, Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დღეში 200 ათასი ბარელით გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში 98 ათასს შეადგენდა. შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ ...

Read More »

ეკონომიკის შენელების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.64 (-2.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.91 (-1.86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

CNN – ამერიკაში 3-დოლარიანი საწვავის პერსპექტივა არც ისე შორსაა

აშშ-ში ბენზინის ფასები ვარდნას განაგრძობს. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ერთი გალონის ფასმა შესაძლოა, 3 დოლარიც შეადგინოს. ერთი გალონის საშუალო მაჩვენებელი ორშაბათს 3,96 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ერთი ცენტით ნაკლები იყო, ვიდრე კვირას. მიუხედავად ამისა, კლებამ შეინარჩუნა გაზის ფასების შემცირების ზედიზედ 62-დღიანი ჯაჭვი. 28 შტატში რეგულარის საშუალო ფასი ახლა 3.99 დოლარი ან ნაკლებია. ქვეყნის მასშტაბით 130 000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.31 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.45 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,65 (+  1,31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,11  ( + 1,58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.1 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 7,1 მილიონი  ბარელით და შეადგინა 425 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4,6 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  215,7 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 766  ათასი ბარელით და შეადგინა 112,3 მლნ ბარელი.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რუსეთიდან შემოტანილ იაფ საწვავს კომპანიები ევროპულის ფასად ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%). აპრილი-ივლისის პერიოდში მზარდი იყო რუსეთი ...

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 350 მილიონი დოლარის კრედიტს გამოუყოფს

საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 450 მილიონ კანადურ დოლარს გადასცემს, რაც 350 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. “დღეს გამოყოფილი 450 მილიონი დოლარის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინას დაეხმარება გათბობის სეზონის დაწყებამდე საწვავის შესაძენად, კანადა ასრულებს უკრაინის წინაშე აღებულ საკრედიტო ვალდებულებებს”,- ნათქვამია კანადის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, წარმოშობით უკრაინელი ხრისტი ფრილანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამგვარად მიმდინარე წელს ოტავას მიერ კიევისთვის გამოყოფილი კრედიტების ჯამურმა მოცულობამ 1.5 ...

Read More »