ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.78  (+ 1.35)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.15 (+ 2.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება საწვავის ფასებთან დაკავშირებით

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის ფასებთან დაკავშირებულ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები თუ ქმედებები, აზიანებს როგორც კერძო სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და მის მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ ამა წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის ...

Read More »

აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,47%-ით, 1,25 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

გაძვირება თუ არა ნავთობი 100 დოლარამდე?

ოპეკი, რუსეთი და ნავთობის სხვა მომპოვებელი ქვეყნები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას არ შეუშინდნენ და მოპოვების აქამდე დადგენილ დღე-ღამეში 400 000 ბარელზე მეტად გაზრდაზე უარი განაცხადეს. ბაიდენი და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების ლიდერები რუსეთს, საუდის არაბეთს და გაერთიანებულ საემიროებს მოპოვების უფრო მნიშვნელოვან მატებას სთხოვდნენ, რადგანაც ნავთობის ღირებულება, რომელიც პანდემიის დროს მინიმუმამდე ჩამოიშალა, დღეს რეკორდულად იზრდება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ნავთობის გაძვირება რუსეთის ...

Read More »
ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

მაისში შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყება

ავსტიული კომპანია OMV Petrom 2022 წლის მაისში შავი ზღვის შელფზე გემის შემოყვანას და ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, კომპანია ამ ეტაპზე ძებნა-ძიების ფაზაზეა, გემის შემოყვანის შემდეგ კი მასშტაბურ კვლევებს დაიწყებს, მათ შორის 3D და ორგანზომილებიანი სეისმურ კვლევებს. ძებნა-ძიების სამუშაოების საერთო ღირებულება 30 მლნ დოლარია. სახელმწიფომ ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან 2021 წლის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.43  (+ 0.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.93 (+ 0.66)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საწვავის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას – ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 54,7%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,4 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით  ანუ 13,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) და 5 ათასი ტონით ანუ 113,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა)  შედარებით. მათ შორის, 2021 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9%  (6,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,2% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან; 14,9%  (1,4 ათასი ტონა) – იტალიიდან. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა

ემოდგომაზე, საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. აგვისტოში “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” ტიპის საწვავის ფასი 3.20 ლარს შეადგენდა, 8 ნოემბრის მგომარეობით კი 3.37 ლარს აღწევს. იმავე ბრენდირებულ სადგურზე რეგულარის ფასი 2.99 ლარს უტოლდებოდა, შემოდგომაზე კი 16 თეთრით გაიზარდა და 3.15 ლარს შეადგენს. “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” საწვავი 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30-მდეა გაძვირებული. “ლუკოილში” სუპერი ecto 100-ის ტიპის ...

Read More »

Iberia-მ ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით პირველი ფრენა განახორციელა

ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა. ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა. როგორც Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა. წყარო: avianews.ge

Read More »