ნავთობპროდუქტები

ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის 6%-იანი ვარდნა ქართულ ბაზარზე სულ მცირე 10 დღეში აისახება

ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენციას საქართველოს ბაზარი ამჯერადაც დაგვიანებით უპასუხებს. დაახლოებით 10-14 დღიანი პერიოდია საჭირო, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყოს. როგორც ცნობილია, გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება.  „შავი ოქროს“ ღირებულებამ პარასკევის სავაჭრო სესიაზე მკვეთრად იკლო. თბილისის დროით 13:38 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობმა 5,63% დაკარგა და ბარელზე $77,59 შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI კიდევ უფრო მკვეთრად – 6,77%-ით გაიაფდა და ბარელის ფასი $73,1-ით განისაზღვრა. ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

მსოფლიო ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოყენების გეგმა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის უმსხვილესმა ექვსმა მომხმარებელმა   ქვეყანამ განაცხადა, რომ ნავთობის სტრატეგიულ მარაგებს  გამოიყენებენ, რათა შემცირდეს მისი ღირებულება. ამ ჯგუფში შედის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი.კოლექტიური წარმოდგენის ინიციატორები ამერიკელები გახდნენ. ფასების შემცირების კოორდინირებული მცდელობის მიზეზი იყო OPEC+-დან ექსპორტიორი ქვეყნების უარი პროდუქციის გეგმის მიღმა გაზრდის შიშის გამო, რომ ნავთობზე მოთხოვნა შენელდება. „ეს არის უპრეცედენტო ...

Read More »

შემოსავლების სამსახური – აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა. უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საწვავის ავზებში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი. „აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,08%-ით, 1,70 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 83,27 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.25 (- 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (- 0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის მარაგებს იაპონიაც გაყიდის

აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება იაპონიამაც მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ენერგორესურსების ფასების შემცირებაა. ამ ეტაპისთვის უცნობია რა ოდენობის ნავთობს გაყიდის ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრის ბოლოს ქვეყნის საცავებში ნავთობის მარაგი 467 მლნ ბარელს შეადგენდა.

Read More »

ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყიდის

აშშ-ის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგორესურსების ფასების შემცირების მიზნით, ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Read More »

აშშ მსოფლიო ბაზარზე გაიტანს ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნაწილს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ბაზრისკენ მიმართავს ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნაწილს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ ზომამ შესაძლოა შეამციროს მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასები საშობაო არდადეგების წინა პერიოდში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ბაზარზე გაიტანს 50 მილიონ ბარელ ნავთობს. მაგრამ ამ ნაბიჯის ეფექტი შესაძლოა არ იყოს საკმარისი, ვინაიდან ნავთობი ბაზარზე, სავარაუდოდ, არაუადრეს დეკემბრის შუა რიცხვების ან ბოლოსთვის გამოჩნდება. 2019 ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 23 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.31 (+ 2.61)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.50 (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,47%-ით, 1,18 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 81,57 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »