ნავთობპროდუქტები

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში – „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. 5 აგვისტოსთვის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 94.5 ამერიკული დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 89 დოლარამდეა შემცირებული. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველ შემთხვევა, როდესაც ფასი 90-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. როდის აისახება ფასის კლება საქართველოში, სადაც, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებასთან ერთად, უკვე მეოთხე თვეა ლარიც მყარდება. ამ კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ „სენტა ოილ“-ის დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს მიმართა. ...

Read More »

რა შემოსავალი დაკარგა რუსეთმა ივლისში ნავთობისა და გაზის სექტორიდან?

სახელმწიფო ხაზინის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოცულობა 74,7 მილიარდი რუბლით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ ივლისში ქვეყნის ბიუჯეტი 259,1 მილიარდ რუბლს მიიღებდა, მაგრამ შედეგი თითქმის 30%-ით უარესი აღმოჩნდა. მონაცემების მიხედვით, ეს გამოწვეულია რუსული Urals კლასის ნავთობის ფასების დაცემით. ივლისში რუსული ხარისხის Urals ნავთობის საშუალო ფასი 78,41 დოლარამდე დაეცა ბარელზე, ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 24 ივლისს ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ნავთობტერმინალში დაახლოებით 700 000 ბარელი რუსული ნავთობი შეიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტეს რუსეთი იყენებს სატრანზიტო მარშრუტად, კერძოდ, მაზუთის გასატანად. ამასთან ერთად, ტერმინალი აშენდა ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში წარმოებული ნედლი ნავთობის მოთავსების მიზნით და რუსული ნავთობის ადგილობრივთან შერევის შესაძლებლობას იძლევა. წყარო: “ტაბულა”

Read More »

ნავთობის ფასი $90-ს ჩამოსცდა

2022 წლის 4 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.36 (-1.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.43 (- 1.23)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 4467 ათასი  ბარელით და შეადგინა 426,553 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 163 ათასი  ბარელით  და შეადგინა  225,294  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2400 ათასი ბარელით და შეადგინა 109,324 მლნ ბარელი.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რა ღირს საწვავი საქართველოში?

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე. თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი და ამ დროისთვის 90,71 დოლარს შეადგენს ბარელზე. ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოპეკ+ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდიან. რაც ...

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდაზე შეთანხმდნენ

“OPEC +”-ის მინისტრთა კონფერენცია დასრულდა, ალიანსის წევრებმა მოიწონეს სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 ათასი ბარელით/დღეში. OPEC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომუნიკეზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ოპეკის დოკუმენტი ადასტურებს, რომ ალიანსის ქვეყნები შეთანხმდნენ სექტემბერში მოპოვების დონის გაზრდაზე ერთობლივად 100 ათასი ბარელით/დღეში. როგორც ცნობილი გახდა, რომ “OPEC +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრებს სექტემბრისთვის მოპოვების მოცულობის სხვა ვარიანტები არ განუხილიათ. საბოლოო კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ...

Read More »

„ბლუმბერგი“ – რუსეთი ნავთობის ექსპორტს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ახდენს

გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთმა მიაგნო გზას, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მოახდინოს ნავთობის ექსპორტი. როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ნავთობის გადაზიდვისთვის ეგვიპტეს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ტერმინალს იყენებს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მხოლოდ 24 ივლისს ამ ტერმინალში 700 ათასი ბარელი რუსული ნავთობი ტანკერ Crested-ით ჩაიტანეს. შემდეგ აღნიშნული ნავთობის ნაწილი მაინც სხვა გემზე გადაიტანეს. გამოცემის ცნობით, ელ ჰამრას ტერმინალი იძლევა საშუალებას, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,4 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 104,57  აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,54 (+ 0,51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94,42  ( +  0,53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »