“OPEC+”-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდაზე შეთანხმდნენ

“OPEC +”-ის მინისტრთა კონფერენცია დასრულდა, ალიანსის წევრებმა მოიწონეს სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 ათასი ბარელით/დღეში. OPEC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კომუნიკეზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ოპეკის დოკუმენტი ადასტურებს, რომ ალიანსის ქვეყნები შეთანხმდნენ სექტემბერში მოპოვების დონის გაზრდაზე ერთობლივად 100 ათასი ბარელით/დღეში. როგორც ცნობილი გახდა, რომ “OPEC +”-ის წევრი ქვეყნების მინისტრებს სექტემბრისთვის მოპოვების მოცულობის სხვა ვარიანტები არ განუხილიათ.

საბოლოო კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ნავთობის მოპოვების თავისუფალი სიმძლავრეები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და საჭიროა მათი სიფრთხილით გამოყენება.

როგორც სექტემბრის მოპოვების გრაფიკიდან ირკვევა, რუსეთი და საუდის არაბეთი შეძლებენ ნავთობის მოპოვების გაზრდას თითოეული 26 ათასი ბარელით/დღეში 11,03 მილიონ ბარელამდე/დღეში.

“OPEC+”-ის შემდეგი შეხვედრა მ/წლის 5 სექტემბერს გაიმართება.

Leave a Reply