ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.74  (+ 2.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.27 (+ 2.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ექსპერტები 2022 წელს ნავთობის ფასების დასტაბილურებას ელოდებიან

ნავთობის ფასმა მცირედით დაიკლო. ეს აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების რეკორდული მატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, კომპანია BP-მ ნავთობის ფასის ზრდის გამო განაცხადა, რომ ფილაქნის გაზის და ნავთობის მოპოვებაში 2022 წელს 1,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. მიმდინარე წელს კომპანიამ ამ ბიზნესში 1 მლრდ დოლარი ჩადო. ექსპერტები 2021 წლის ბოლოს ნავთობის და გაზის ფასის მკვეთრ ზრდას პანდემიის შემდეგ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის ფასის შემცირებაში დახმარებას მათავრობას უკვე ბიზნესმენებიც სთხოვენ

ნავთობპროდუქტების მსოფლიო ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ, წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება. სავარაუდოდ, არც მერე, რადგან ევროპაში მწვავე ენერგეტიკული კრიზისია, რაც ენერგომატარებლებზე ფასებს ზრდის. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, საქართველოშიც მოხდება საგარეო ფაქტორების ასახვა და საწვავის გაძვირება. ამიტომ ბიზნესი გამოსავლის პოვნას ეშურება. მსოფლიოში ფასები მუდმივად მზარდია. გუშინდელი მონაცემებით, საერთაშორის ბაზარზე ერთი ტონა ბენზინი 810.25 დოლარი ღირდა, ხოლო დიზელი – 716.25 დოლარი. ნავთობპროდუქტების ღირებულება ...

Read More »

აშშ OPEC-ს: ნავთობის ფასის შემცირების მცდელობები დასრულებული არაა

OPEC+-მა დეკემბრისთვის გამომუშავების 400 000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება. ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ OPEC-ი რისკავს გლობალური ეკონომიკის აღდგენას იმით, რომ არ აბრუნებს მეტ ნავთობს გლობალურ ბაზარზე და ძალისხმევა ნავთობის ფასების შესამცირებლად ჯერ არ დასრულებულა. თეთრი სახლი განიხილავს “ინსტრუმენტების სრულ სპექტრს” ეკონომიკის დასაცავად და მრავალი მწარმოებლის მსგავსად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საკმარისი არ არის პოსტ-კოვიდ ეკონომიკური აღდგენის შესანარჩუნებლად. ...

Read More »

საავიაციო საწვავის გაძვირების ფონზე ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ ავიაბილეთებზე ფასები არ გაზარდონ

მსოფლიოში საავიაციო საწვავზე ფასები იზრდება, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზე აისახება და სამგზავრო გადაზიდვების შემთხვევში აძვირებს ბილეთის ფასებს. ანალიტიკოსები საავიაციო საწვავის ფასის ზრდას მომავალ წლებშიც პროგნოზირებენ. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ არსებული პროგნოზებით 2026 წლამდე საწვავის ფასი წელიწადში 3,5%-ით გაიზრდება, რაც თავის მხრივ ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირდება. აფციაური განმარტავს, რომ პანდემიის შემდეგ, მოთხოვნის გაჩენასთან ერთად მიწოდებაც ...

Read More »

OPEC +-მა გადაწყვიტა არ დააჩქაროს ნავთობის მოპოვების ზრდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC+-მა არ გაითვალისწინა იმპორტიორი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა დეკემბერის თვეში  ნავთობის მოპოვების 600-800 ათასი ბარელით დღე/ღამეში გაზრდის შესახებ. ალიანსის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ კომუნიკეში ნათქვამია, რომ დეკემბერის თვეში კარტელი შეინარჩუნებს ნავთობის მოპოვების გაზრდის მიმდინარე გეგმას და გაზრდის მას მხოლოდ 400 ათასი ბარელით. ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი გაზრდის გეგმა ივლისში შეთანხმებული იყო და ითვალისწინებდა, რომ OPEC + აგვისტოდან ყოველთვიურად ...

Read More »

რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასი ხშირად იცვლება. საცალო ქსელში არსებული ფასები 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. დღეისათვის ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი; სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი; დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ...

Read More »

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველომ 26 000 ტონა ნედლი ნავთობი და 14 მლნ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. 2020 წელს კი წლიურად ჯამურმა მოპოვებამ 30 000 ტონა ნედლი ნავთობი და 10 მლნ კუბური მეტრი გაზი შეადგინა. 2020 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით, წელს ნავთობის მოპოვება 36 პროცენტით არის გაზრდილი. სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებისა და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.84 (- 1.45)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.81 (- 2,05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1 თვეში 100%-ით გაიზარდა – როგორ შეიცვალა მარაგების მოცულობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ყველა კომპონენტი მზარდია, როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი, იმპორტი, შიდა მიწოდება და განსაკუთრებით დიდია მარაგების ზრდა. კერძოდ 2021 წლის ივლისში წარმოებამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა აგვისტოში კი 4.3 ათასი ტონა. იმპორტი 11.9 ათასი ტონით გაიზარდა, თუ აგვისტოში საქართველოში 132,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში მოცულობამ ...

Read More »